SHARI Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 კაროჩე მოვყვები ჩემს სევდიან ისტორიას.. 13წლამდე 2-ჯერ მქონდა მოწეული .. 4 წლის რო ვიყავი და რო მოვუკიდე და პირში რო ვიდებდი და 9 წლის რო ვიყავი და რო დავიხრჩე. 13 წლამდე ვაფშე არ ვეწეოდი .. მერე მოვწიე რამდენიმე ღერი და 5 თვე ნაფაზის დარტყმას ვამუღამებდი .. მერე მივეჩვიე .. ეგრე 14 წლის უკვე მწეველი აღმოვჩნდი .. მერე გადავწყვიტე რომ დამენებებინა .. 6 თვე დანებებული მქონდა.. კაროჩე 15 წლამდე არ ვეწეოდი .. აი 15 წლიდან ძალიან შევჯექი.. მართალია 2 დღეში 1 პაჩკას ვეწეოდი მარა მაინც ნუ შემჯდარი ქვია.. ეხლა ახალი წლიდან გადავწყვიტე რომ 3 დღეში ერთ პაჩკაზე ჩამოვიდე.. ვნახოთ რა იქნება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 მე ძლიერი ნებისყოფა მაქვს და დავიგინე დავანებე-არადა 2 კოლოფამდე ვურტყავდი უკვე დღეში აი მამაჩემს, შარის არ იყოს :)13 წლის ასაკში წაასწრო ბაბუამისმა რომ ეწეოდა( 11 წლიდან) და დაისვა მგონი 2 კოლოფი ბელამორკანალი მომაწევინა პადრიადო ტოქსიკოზი მისცა ისეთი მწვანე დადიოდა კაიხანი და ვერაფერს ვერ ჭამდა..მას მერე არასდროს სიგარეტის მოწევა არ მომდომებიაო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 (edited) ესე იგი..ვისაც მართლა აწუხებს სიგარეტი..და მართლა უნდა დანებება.. გთავაზობთ უტყუარ მეთოდს.. 100% წარმატების მაჩვენებლით.. მართალია სულ 6 კაცზე მაქვს გამოცდილი და ამათგან 3 ტაქსისტია , მაგრამ მაინც.. ამ მეთოდის აუცილებელი წინაპირობაა: უნდა გინდოდეთ დანებება თქვენ თვითონ..ანუ ეს მეთოდი დაეხმარება მათ, ვისაც ნამდვილად უნდა დანებება და რიგი პრობლემების გამო ვერ ახერხებს.. პრობლემებში იგულისხმება: 1) შიშები: გასუქების, გამხდრობის თავის ტკივილების და ა.შ..2) ღრძილების ანთება.. კბილებიდან სისხლდენა..3) მძიმე ან ნაკლებად მძიმე დამოკიდებულება..4) სუსტი ნებისყოფა.. არც ერთი წინათჩამოთვლილი პრობლემა არ შეგექმნებათ.. მაშ ასე: მეთოდი ერთი შეხედვით არის ძალიან მარტივი ე.წ. უწყვეტი მეთოდი.. შეიძლება უკვე აქვს ვინმეს შემუშავებული/გამოყენებული თავისი ფსიქოლოგიური მომენტებით, მაგრამ ფაქტია მე ჩემით შევიმუშავე და ჩემითვე გამოვცადე ყველა ნაბიჯი არის ძალიან აუცილებელი და ამასთანავე ძალიან ადვილი.. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად აუცილებლად დაიცავით ყველა მათგანი.. ნაბიჯი პირველი:როდესაც გადაწყვეტთ ამ მეთოდის დაწყებას, პირველი ერთი კვირა არ დაიწყოთ და გააგრძელეთ სიგარეტის მოხმარება ჩვეულებრივად, უბრალოდ იცოდეთ, რომ შემდეგ კვირიდან იწყებთ სიგარეტის გადაგდებას.. ნაბიჯი მეორე:ვსაზღვრავთ საშუალოდ რამდენ ღერს ვეწევით დღეში.. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ წინა კვირის მონაცემებიც.. ნაბიჯი მესამე:ვაფიქსირებთ დღეში რამდენი ღერი უნდა მოვწიოთ და ვაკლებთ ყოველ სამ დღეში თითო ღერს.. ვისაც ეს გაუჭირდება, შეიძლება ყოველ ოთხ, თუნდაც ხუთ დღეში დააკლოს თითო ღერი.. ჩვეულებრივ "გაჭირვება" იწყება მეორე-მეოთხე კვირიდან.. შეგიძლიათ ერთ თვემდე გამოიყენოთ ოთხი-ხუთი დღის პრინციპი.. ერთი თვის შემდეგ აუცილებლად ვუბრუნდებით 3 დღეს.. ნაბიჯი მეოთხე:აუცილებლად იქონიეთ 1/2/3 კოლოფი და აუცილებლად დილით ან საღამოს, დაწოლის წინ გაამზადეთ შემდეგი დღის ნორმა ამ კოლოფებში.. ყოველ დღე უნდა იცოდეთ, რომ შეიძლება მხოლოდ ამ კოლოფებში არსებული სიგარეტების(რაოდენობის) მოწევა.. ნუ ენდობით მახსოვრობას და ტვინს მხოლოდ.. ფსიქოლოგიური მომენტები გაცილებით მეტ ზემოქმედებას ახდენენ მათზე ვიდრე "თქვენ".. ამიტომ აუცილებლად დღის დასაწყისში უნდა გვქონდეს დაფიქსირებული დღის ნორმა.. ნაბიჯი მეოთხე:არაფრის დიდებით არ ვიქცევით შემდეგნაირად:ა) "თავისუფლად შემიძლია თავიდანვე, ეგრევე 10 ღერი დავაკლო და ისე გავაგრძელო.." არა..ბ) "მივედი უკვე ბოლომდე ფაქტიურად.. რაღა დარჩა.. 2 კოლოფიდან 15 ღერზე ჩამოვედი.. ხვალიდან ღერს აღარ მოვწევ.." არამც და არამც.. საბოლოოდ გადაგდება შეიძლება, თუ მეთოდით ჩამოხვალთ საწყისი ღერების 10% მდე.. მანამდე კეთილი ინებეთ და გააგრძელეთ მოწევა, რომც არ გინდოდეთ მაინც..ც) "ნამეტანი ადვილად გამომდის რაღაც ღერების დაკლება.. მოდი გადავალ 2 დღეზე და თუ გამიჭირდა შემდეგ ავალ სამი-ხუთზე და მერე ისევ ჩამოვალ თუ რამე.." არა.. ნორმიდან გადახვევა შეიძლება მხოლოდ მეორე-მეოთხე კვირიდან ისიც მხოლოდ ერთი თვით.. დანარჩენ დროს ნორმის ვარირება დაუშვებელია და თქვენი თვითნებური ჩარევა ამის აუცილებლობას შექმნის..დ) "აუ, რა მაგარ სიგარეტს მაწვდის ეს კაი ადამიანი.. რა მოხდა, დღეს ერთ ღერს თუ გადავუხვევ" არამც და არამც.. გაწვდით ვინმე? აიღეთ, არაა პრობლემა ოღონდ, მის მაგივრად თქვენი კოლოფ(ებ)იდან ამოიღეთ ერთი ღერი და მოიშორეთ ნებისმიერი გზით(მოწევის გარდა).. ხოლო თუ უკვე დღევანდელი დღის ნორმა ამოიწურა, ე.ი. არ გიმართლებთ, რამეთუ უარის თქმა მოგიწევთ შემოთავაზებაზე.. მეთოდის პლიუსები:1) აბსოლიტურად ყველანაირ ჯანმრთელობის პრობლემას იცილებთ, რაც ყველაზე ხშირია სიგარეტზე თავის განებების დროს/შემდეგ..2) ნულოვანი პრობლემა ნიკოტინზე დამოკიდებულების გამო..3) ნებისყოფის აუცილებლობაც თითქმის ნულამდეა დასული..4) ცხოვრება გრძელდება ჩვეულებრივად მეთოდის დაცვის დროს.. არანაირი გლობალური ცვლილებები იმის გამო, რომ სიგარეტს აგდებთ არ ხდება..5) მეთოდის დაცვის მხრივ არანაირი პრობლემა არ გექმნებათ ექსტრემალურ/გაუთვალისწინებელ/განსაკუთრებით სანერვიული სიტუაციებში.. თავისუფლად შეიძლება ამ დროის გადაგორება ისე, რომ მეთოდი არ დაარღვიოთ.. 6) მართალია, ცოტა დიდად ჩანს მეთოდი, მაგრამ უმარტივესი გასაგები და კიდევ უფრო მარტივი დასაცავია..7)ანებებთ ისე, რომ ორგანიზმი თითქმის აღარასდროს აღარ მოგთხოვთ ნიკოტინს.. (ვისაც აინტერესებს ავუხსნი ამ პუნქტს.. ბოლოში აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც მოგინდებათ მეოთხე ბ პუნქტის დარღვევა.. რაზეც საბოლოოდ უარის თქმა და ძალით მოწევის გაგრძელება გიქმნით როგორც ბიოლოგიურ, ასევე ფსიქოლოგიურ ზიზღს სიგარეტისადმი).. მეთოდის მინუსები:1) გრძელვადიანია: (მთავარი მინუსი)2) საჭიროებს მინიმალურს, მაგრამ მაინც, ნებისყოფას..3) სულ ცოტათი, მაგრამ მაინც, რთულია მოუწესრიგებელი ადამიანებისთვის მეოთხე ნაბიჯის დაცვა..4) მიუხედავად იმისა, რომ ადვილი გასაგები და გასააზრებელია, მაინც ბევრია წასაკითხი.. ვიმეორებ, მეთოდი ამართლებს 100% მისთვის, ვინაც ნამდვილად გაანალიზა და მიხვდა, რომ სიგარეტის გარეშე ცხოვრება გაცილებით უკეთესია.. ნამდვილად უნდა განებება, მაგრამ უჭირს თავში ჩამოთვლილი პრობლემების გამო.. ჩემი თხოვნა იქნება, თუ დაიწყებთ ამ მეთოდით თავის განებებას, აუცილებლად შემატყობინეთ შედეგები გისურვებთ წარმატებებს.. Edited February 6, 2010 by SSDK Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 დღეში ორ კოლოფს ვეწევი...რა უბედურებაა! ვინ როგორ დაანება თავი თქვით აბა...newstudio 30 წელი ვეწეოდი "გამწარებული" და ვერაფრისდიდებით ვერ ვაგდებდი, მაგრამ შიშმა გადამაგდებინა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 მაგრამ შიშმა გადამაგდებინადა ვინ ან რამ შეგაშინა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 და ვინ ან რამ შეგაშინა?ინფარქტები აქვს გადატანილი როგორც ვიცი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 ისე ეხლა იდე მომივიდა, იქნება მოგვეწყო რაიმე ვირტუალური ღონისძიება, პლანეტა სიგარეტის გარეშე?ანტიკამპანია და განმანათლებლობის "ვირტუალური მარში" მოვაწყოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 როგორ დაბანებოთ თავი მოწევას რამდენჯერ ვსინჯე მარა უშედეგოდ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 და ვინ ან რამ შეგაშინა?ჭანო ინფარქტმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 SSDK :maladec: :maladec: :maladec: :maladec: :maladec: :maladec: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 ლ ი ც ი 30 წელი ვეწეოდი "გამწარებული" და ვერაფრისდიდებით ვერ ვაგდებდი, მაგრამ შიშმა გადამაგდებინაინფარქტმაბაბუაჩემიც მასე ყოფილა. თურმე ბავშვობიდან ბევრს ეწეოდა, თან იმ დროს რა მაგარი თუთუნი იქნებოდა ხო აზრზე ხართ? პირველი მიკროინფარქტი რომ დაემართა, ასე 50 წლის იყო, ექიმმა უთხრა თუ მოწევას გააგრძელებ, მაქსიმუმ რამდენიმე წელიწადი იცოცხლოო. ხოდა დაანება თავი რა. მე რაც მახსოვს, არასდროს არ მოუწევია და კი იცოცხლა 72 წლამდე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted February 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 აუ მეც მინდა დანებება, დაამატეთ მეთოდები. იმდღეს იმედზე იყო, ერთბაშად უნდა დაანებოთო და რავიცი.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 prologic აუ მეც მინდა დანებება, დაამატეთ მეთოდები. იმდღეს იმედზე იყო, ერთბაშად უნდა დაანებოთო და რავიცი....ერთბაშად დანებებას, რომც შეძლო, ძალიან ბევრი პრობლემები მოჰყვება.. დავწერე ზემოთ მეთოდი..გადახედე.. გაიაზრე.. მოგეწონოს უნდა წესით.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2010 დღეს წავიკითხე სამეცნიერო სტატია სიგარეტიზე დამოკიდებულებაზე.ადრე ფიქრობდნენ მეცნიერები რომ სიგარეტზე დამოკიდებულებისთვის გარკვეული დრო და სიგარეტის რაოდენობა იყო საჭირო. ბოლო გამოკვლევებით კი ერთი სიგარეტიც საკმარისია რომ დამოკიდებულების სიმპტომები (ანუ ლომკები ) დაგეწყოს.განსხვავება მხოლოდ ამ მოწევასა და "ლომკებს" შორის შუალედია, რაც უფრო ხშირად ეწევი მით უფრო მცირდება ეგ შუალედი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2010 ლ ი ც ი რავი პაპიკაჩემი(მამა ანუ) არასდროს ეწეოდა და კი ხია 40 წლისას ინფარქტმა ჭანოსადმე მაგ სტატიის გვერდზე ტკბილეულობაზე დამოკიდებულებაზე და ლომკებზე არაა სტატია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.