Jump to content
Planeta.Ge

“ბარსელონა” მოლაპარაკებას ოსკართან აწარმოებს


Recommended Posts

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ოსკარი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს. ბრაზილიელ ნახევარმცველთან მოლაპარაკებას “ბარსელონა” აწარმოებს. ეს ინფორმაცია თავად ოსკარმა დაადასტურა.

“ბარსელონასთან” მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ფეხბურთელების დამატებას. მათ მოთამაშეებიც უნდა გაუშვან გუნდიდან”, – აღნიშნა ოსკარმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის ევროპულ კარიერაში მხოლოდ ლონდონის “ჩელსია”, რომლის ღირსებასაც 2012-2017 წლებში იცავდა. ამის შემდეგ ოსკარმა ჩინურ “შანხაი პორტს” მიაშურა, რომელთანაც კონტრაქტი 2024 წლის ნოემბერს ეწურება.

თავის მხრივ, “ბარსელონა” მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია და ამის გამო ფეხბურთელების უსასყიდლოდ დამატებასა და იაფფასიან ტრანსფერებზეა ორიენტირებული. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” ოსკარის სატრანსფერო ღირებულებას 18 მილიონ ევროდ აფასებს.

The post “ბარსელონა” მოლაპარაკებას ოსკართან აწარმოებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...