planeta.ge Posted January 22, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2022 ვეტერანმა ინგლისელმა მცველმა და Sky Sports-ის საფეხბურთო მიმომხილველმა ჯეიმი კარაგერმა გუშინ, პირდაპირ ეთერში საინტერესო ამბავი გაიხსენა.Sky Sports-ის ერთ-ერთ გადაცემაში “ლივერპულის” ლეგენდამ სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც ლიონელ მესი არ შეიყვანა და მის ადგილას მოჰამედ სალაჰი დააყენა. როგორც აღმოჩნდა, არგენტინელი სუპერვარსკვლავი ამით უკმაყოფილო დარჩა.“სეზონის დასაწყისში გვქონდა კამათი – მესი თუ რონალდუ? მე მესისკენ ვიყავი, თუმცა ის ჩემზე მაინც გაბრაზდა. მე ვფიქრობდი, რომ ის “პარი სენ-ჟერმენისთვის” კარგი შენაძენი არ იყო. მესისგან Instagram-ში პირადი შეტყობინება მომივიდა. არ ვაპირებ პირადი შეტყობინება გაჩვენოთ, თუმცა მან ვირი მიწოდა. როგოც ჩანს, ის ჩვენს გადაცემას უყურებდა. ლიონელ, მე შენ მიყვარხარ. ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ხარ. შენთან შედარებით, მე მართლაც ვირი ვარ, თუმცა შენ, კოპა ამერიკის მოგების მიუხედავად, იმდენად კარგი არ ყოფილხარ, რომ მო სალაჰი გვერდზე დამეტოვებინა”, – განაცხადა კარაგერმა.The post კარაგერი: “მესიმ პირად შეტყობინებაში მომწერა, რომ ვირი ვარ” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts