Jump to content
Planeta.Ge

რა ხდება ილია თოფურიას თავს? შესაძლოა, ქართველმა UFC-ში ვერ იბრძოლოს


Recommended Posts

ჩასწორება: ოფიციალურად – თოფურია ბრძოლას ჩაეხსნა

ბოლო დროს ქართველებს UFC-ში ნაკლებად უმართლებთ. გიგა ჭიკაძემ კელვინ კატართან წააგო და ახლა, შესაძლოა ილია თოფურიამ ჟორდენთან მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს.

როგორც ესპანური და ამერიკული ჟურნალისტები იტყობინებიან, ილიას სამედიცინო გუნდმა სასწრაფოდ წონის შეწყვეტა მოთხოვა. თოფურია ახლა შემოწმებას გადის.

საერთოდ, ილიას ნათქვამი აქვს, რომ წონის კლება უჭირს და როგორც ჩანს, ამ მხრივ გარკვეული პრობლემები წარმოიშვა.

ჯერჯერობით, თოფურიას გუნდს დაზუსტებული ინფორმაცია არ გაუვრცელებია. შესაძლებელია, მებრძოლს ჰონორარის 30% ჩამოეჭრას და ისე შედგეს ბრძოლა.

საინტერესოა, რომ ქართველთან რამდენიმე დღის წინ ბრძოლას მოვსარ ელოევი კოვიდის გამო ჩამოშორდა.

თოფურია – ჟორდენის დაპირისპირება  თბილისის დროით 23 იანვარს დილით არის ჩანიშნული.

The post რა ხდება ილია თოფურიას თავს? შესაძლოა, ქართველმა UFC-ში ვერ იბრძოლოს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...