planeta.ge Posted January 21, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2022 სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ეუთოს ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის გზით. სახელმწიფო მინისტრმა, მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ეუთო-ს მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობა, ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქის უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ერთობლივი მუშაობის გააქტიურების მნიშვნელობას ცხინვალის რეგიონის, განსაკუთრებით ახალგორის რაიონის ხელოვნური იზოლაციის შედეგად შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად, რაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს […] REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts