planeta.ge Posted January 22, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2022 აქტიური შემთხვევები ისტორიულ მაქსიმუმზეა, კიდე გაიზრდება! ჰოსპიტალიზაცია (6%) ისტორიულ მინიმუმზე, კრიტიკული ყველა წინა შტამის დამსახურებაა, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს. „გთხოვთ ატარეთ პირბადე და „ბუსტერი“ დაიმატეთ ვისაც ამის დროს მოგივიდათ. საპანიკო არაფერია, ესეც გადაივლის“, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 11 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო აქტიური შემთხვევა 70 423-ია. საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. საქართველოში ამ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 […] REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts