Jump to content
Planeta.Ge

რუსეთმა ბელორუსში მძიმე ტექნიკა და იარაღი შეიტანა – რას წერს უცხოური პრესა


Recommended Posts

ბელორუსული მედიის ცნობით, გუშინ ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან სამხედრო ტექნიკით დატვირთული 33 მატარებელი შევიდა. – ამის შესახებ ტოპნიუს.რუ იუწყება.

ერთ მატარებელს, საშუალოდ,  50 ერთეული ტექნიკა გადააქვს, ხოლო ბელორუსიაში ჯამში, მატარებლების საერთო რაოდენობა 200 იქნება.

შესადარებლად – “Запад-2021”-ის ფართომასშტაბიანი წვრთნებში მხოლოდ 29 სამხედრო ეშელონი იყო ჩართული, რაც დაახლოებით შვიდჯერ ნაკლებია მოახლოებულ წვრთნებზე, რომელიც “Союзная решимость”-ის სახელით გაიმართება.

როგორც „იზვესტიასთვის“ გახდა ცნობილი, რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის რესპუბლიკის ერთობლივი წვრთნები 10-დან 20 თებერვლამდე გაიმართება.

როგორც თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ ოლეგ ვოინოვმა განაცხადა, წვრთნები და ტექნიკის გადაცემა „მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამწვავების ფონზე მიმდინარეობს“.

„ჯარები გაივლიან მომზადებას, როგორ მოიგერიონ ტერორისტების მოულოდნელი თავდასხმა, რომელსსაც სამხედრო დახმარებას უწევენ საზღვარგარეთიდან და შემდეგ როგორ დაამარცხონ ეს ფორმირებები“, – განუცხადა გამოცემას სამხედრო ექსპერტმა ალექსეი ლეონკოვმა.

The post რუსეთმა ბელორუსში მძიმე ტექნიკა და იარაღი შეიტანა – რას წერს უცხოური პრესა appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...