planeta.ge Posted January 21, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2022 „ბატონ ბიძინა ივანიშვილს მე ვიყავი და ვრჩები თქვენი მხარდამჭერი. მწამს, რომ ხართ საქართველოს პატრიოტი, გამოძრავებთ არა ანგარება და თქვენ იყავით გადამწყვეტი ფაქტორი წინა რეჟიმის დამარცხებაში, მერწმუნეთ, რომ ამას პირფერობა არ მალაპარაკებს“,- ამ შინაარსის წერილს, გარდაცვლილი დავით ზოდელავა, ბიძინა ივანიშვილს წერდა. „ამ წერილის მოწერა კი გადამაწყვეტინა დღეს საქართველოში შექმნილმა გარდამტეხმა პერიოდმა და იმის განცდამ, რომ მიუხედავად დიდი ფინანსური ინვესტირებისა და ძალისხმევისა, თქვენი რეიტინგი და თქვენი მხარდამჭერთა რაოდენობა, ფაქტია, რომ კლებულობს. გაკეთებული საქმეები და კარგი გადაწყვეტილებები და სათქმელიც რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია. მაგრამ, ნება მომეცით გაგიზიაროთ ჩემი მოკრძალებული აზრი უარყოფითი შედეგების გამომწვევ ძირითად მიზეზზე: კადრები. ბიზნესისგან განსხვავებით, წამყვანი სახელმწიფო მოხელეების შერჩევა ერთგულების პრინციპით წაგებიანია. თუ კადრი პროფესიონალია, იმას თავისი აზრიც აქვს და მისი დაცვაც უნდა შეეძლოს. როგორც წესი ის თავისუფალი ნატურაა და გადაწყვეტილებებსაც ის უნდა იღებდეს დამოუკიდებლად და მას უნდა ვენდოთ, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ. ასეთმა მიდგომამ გამოიწვია, ფაქტობრივად, სახელმწიფო სტრუქტურების პარალიზება, გამონაკლისების გარდა, გადაწყვეტილებები ადგილზე ვერ მიიღება, საქმეები ან ჭიანურდება, ან მერე უაზრო ხდება. იგივე მიზეზით გახშირდა ნეპოტიზმის, დაუსჯელობის სინდრომის და კორუფციის ფაქტები. პრიორიტეტების არასწორმა შერჩევამ და სახსრების არასწორმა გადანაწილებამ კი, რა დადებით შედეგიც უნდა მოეტანა, ის იმედი არ გამართლდა. მაგალითისთვის, თუ მსოფლიოში ყურძნის სიჭარბეა, ბიუჯეტი კი აფინანსებს რთველს, რატომღაც სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით აწარმოებს კონიაკს (მეწარმე ამას არ აკეთებს, რადგან არამომგებიანად მიაჩნია), რა საჭირო იყო ასეთი ფართო მასშტაბით ყურძნის პლანტაციების გაშენების დაფინანსება და ამ საქმის წაქეზება, როდესაც 1–2 წელიწადში ეს ვენახო მსხმოიარე გახდება და პრობლემებიც მოიმატებს? (მაგალითად, საფრანგეთში მთავრობა რეკომენდაციას უწევს და 10000 ევროს კომპენსაციისთვის უხდის ფერმერს, რომ ყუძენი სხვა კულტურით ჩაანაცვლოს). სახელმწიფოს სტრატეგიის არასწორი დაგეგმვის უამრავი მაგალითების მოყვანა შემიძლია სხვა სფეროებშიც. აი თუნდაც ერთი: თუ პარლამენტი ბიო პროდუქციის მოყვანას სტიმულირებს, მაშინ სამინისტრო რატომ ამ მხრივ რატომ არ აქტიურობს?! ან რატომ დაუშვეს გენმოდიფიცირებული თესლის შემოტანა?! მაგალითისთვის, მე კი გუმანით მიმაჩნია, რომ “პანორამა თბილისი” სასიკეთო საქმეა, მაგრამ ბოლომდე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემი ჩამოყალიბებული აზრი შემექმნას. აქამდე არსებული ინფორმაცია და დისკუსია მხოლოდ ზედაპირული იყო და კიდევ უფრო მეტ კითხვებს ბადებდა. ხომ შეიძლებოდა დაწყებლიყო ამ პროექტის უფრო საჯარო განხილვა, დისკუსია ინტერნეტში, ტელევიზიაში, საზოგადოების ფართო ფენებში და ყველასთვის გასაგები იქნებოდა მისი დადებითი შედეგი და თავს ავარიდებდით ამხელა აჟიოტაჟს და ვნებათა ღელვას. კადრების შერჩევის დროს და გადაწყვეტილების მიღების დროს საერთოდ უგულებელყოფილია ქართველი ცალკეული ეთნოსისა და თბილისელების განსხვავებული მსოფლმხედველობა და მენტალიტეტი. უნდა აღიაროთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება, რომ სასიკეთო საქმეები გაკეთებულიყო პიარის გარეშე, მცდარი გამოდგა ისევ ქართული ნატურიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, თქვენ ან არასწორ ინფორმაციას გაწვდიან, ან ინფორმაციის სერიოზულ ნაკლებობას განიცდით. მოგახსენებთ, რომ ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ 2012 წლის ახალ წლებზე ჩამოვედი საქართველოში და პირველი შეხება ახალი ხელისუფლების სახელმწიფო სტრუქტურებთან იყო ის, რომ 2012 წლის 31 დეკემბერს 20:00 საათზე ახალ წელს, სახლში მომაკითხეს საგადასახადო ორგანოებიდან და ჩამაბარეს უწყისი, იმ მიზეზით, რომ შეტყობინების ჩაბარების რაღაც ვადა იწურებოდა. ზუსტად ასევე დაუარეს მეწარმეებს სიით 31 დეკემბრის საღამოს. ახალი მინისტრი უკვე დანიშნული იყო და მოგეხსენებათ, ამით რა საახალწლო განწყობა შეიქმნებოდა ათასობით ოჯახში. მე გადავწყვიტე დავრჩენილიყავი საქართველოში და ორი საქმე წამოვიწყე, ერთი ელექტროსადგურის აშენება არსებულ დალის მთის წყალსაცავზე, რომელშიც ნახევარი მილიონი დავხარჯე და შემდეგ სამინისტროების ლაბირინთებში დოკუმენტების მოუგვარობლობის გამო მომიწია მშენებლობის შეჩერება (დღესაც ეს კაშხალი სახიფათო ავარიულ მდგომარეობაშია). მეორე საქმე უფრო ჰობისა და ქველმოქმედებისთვის შევქმენი: მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, კვების პროდუქტების ხარისხის და გენმოდიფიცირების დადგენის მიზნით, რადგანაც იმ დროს მსგავსი ლაბორატორია არ არსებობდა საქართველოში. დღეს ერთი კონკურენტი ლაბორატორია გვყავს. სულ ორი აკრედიტებული ლაბორატორიაა ამ სფეროში. გამახსენდა მიშას დრო, როდესაც როგორც კი ოპოზიციურ აზრს ტელევიზიაში ვიტყოდი, მეორე დღესვე მოდიოდნენ შემოწმებაზე. მართალია ფაქტობრივად ვერ ვამტკიცებთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ამ ორ მოვლენას შორის კავშირი გამოიხატება და ასეთი დამთხვევების არ გვჯერა. ეს სხვა თემაა და იმედია ყველაფერი სამართლიანად გაირკვევა (ასეთი გადაგვიტანია?!). ფაქტობრივი დანაშაულებრივი მასალა სახეზეა, ხოლო აქტიური პოზიცია ყველა ქართველის ვალია, როდესაც სახელმწიფო გარდატეხის პროცესშია და ამას თქვენც მოგვიწოდებდით. ამ წერილის დაწერის მიზეზი, მერწმუნეთ, არის მხოლოდ თქვენი და საქართველოს კეთილდღეობის სურვილი და მომავლის იმედი. იმედი რომ სამართლიანობა საბოლოოდ აღდგება, მაგრამ როდის?! რის ფასად?! ეს კითხვები მაინც ღიად რჩება". წყარო tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts