planeta.ge Posted January 21, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2022 „ომიკრონი“ მარტივი არა არის და არც ხელწამოსაკრავი შტამია" - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. „გართულებები არის და „ომიკრონი ხელწამოსაკრავი შტამი არა არის. „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება, შემთხვევები ბევრია და შეიძლება, აქ მეტი მძიმე შედეგები მივიღოთ. მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფში შეიძლება, მეტი იყოს სასტაციონაროც და შეიძლება, მეტი იყოს მძიმეც. იმდენად მჯერა ბუსტერის და აცრის, რომ დაავადების არ მეშინია. ვირუსის გავრცელების მექანიზმი არ შეცვლილა, ეს ისევ წვეთოვანი გზით გადაეცემა ადამიანს. ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა. ჩვენი კლინიკა გადაჭედილია. ერთი დამაიმედებელი ის შემიძლია, ვთქვა, რომ „ომიკრონი“ ისე ხშირად არ იწვევს ფილტვების დაავადებებს და ძირითადად, ზედა სასუნთქი გზების არეალს მოიცავს. ზოგიერთ შემთხვევაში ახალ შტამს საკმაოდ საშიში სიმპტომები აქვს და ის ბრონქიოლიტებიც სახიფათოა ხოლმე, განსაკუთრებით ერთ და ორ წლამდე ბავშვებისთვის“, - აცხადებს დავით გადელია. ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის თქმით, როგორ დასრულდება პანდემია ეს ჯერ კიდევ რთული სათქმელია. „მონოკლინური ანტისხეულები შესანიშნავად მუშაობენ, ისინი ძირითადად დელტა შტამზე მუშაობენ. ეს უნდა იყოს ბოლო და დიდი ტალღა. ექიმები არასდროს არ ვართ კმაყოფილები იმ რეგულაციებით, რომელიც არსებობს. სანამ ვირუსი ყველას არ მოივლის არ დამთავრდება. პანდემიისთვის 2 წელია არაფერია, ჩვეულებრივი მოვლენაა. უფრო დიდხანსაც გაგრძელებულა სხვა პანდემიებიც. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ წლის მეორე ნახევარში პანდემიაზე საუბარი აღარც იყოს. რთული სათქმელია, პანდემია როგორ დასრულდება, გადაიქცევა სეზონურ გრიპად თუ გაქრება. მაგრამ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სადღაც მეექვსე მეშვიდე თვიდან პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“, - აღნიშნავს გადელია. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts