planeta.ge Posted January 20, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2022 ლოს-ანჯელესში ქართველი მსახიობი, რუსიკო კიკნაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნანა გონგაძე ავრცელებს.„თავზარდაცემული ვარ, დღეს დილით ლოს-ანჯელესში, თავის სახლში უცბად გარდაიცვალა ჩემი ბავშვობის მეგობარი, ულამაზესი ქართველი მსახიობი რუსიკო კიკნაძე! ჯერ ვერ მოვსულვარ გონებაზე, ისეთ შოკში ჩამაგდო ამ ამბავმა. ვისაც შეგიძლიათ დაუნთეთ სანთლები ეკლესიებში და მოიხსენიეთ მისი სული, გთხოვთ..“, – წერს გონგაძე.რუსუდან კიკნაძე 1946 წლის 7 მარტს დაიბადა.დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1969 წელს.მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. გადაღებულია ფილმებში: „გიორგობის თვე“ (1966), „ფერისცვალება“ (ეკა, 1968), „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (ტატა, 1969), „თვალი პატიოსანი“ (მედეა, 1976), „მონანიება“ (1984), „ფესვები“ (1987), „დანაშაული მოხდა“ (1988) და სხვა.The post “ახლაც ვერ მოვდივარ გონზე…” – ახლახანს კიდერ ერთი ქართველი მსახიობი დაიღუპა. ვინ არის და რით გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts