planeta.ge Posted January 20, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2022 საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის კავშირში რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები დაიწყო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის მოთხოვნით.რაგბის კავშირი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები დაიგეგმა და განხორციელდა „მსოფლიო რაგბთან“ კონსულტაციებითა და შეთანხმებით, ორგანიზაციის ოპტიმიზაციის მიზნით.აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირის სტრუქტურული ცვლილებები, რეორგანიზაცია და კადრების შემცირება იყო იმ მორაგბეების ერთ-ერთი მოთხოვნა და წინასაარჩევნო დაპირება, რომლებიც დღეს საპირისპირო განცხადებებს ავრცელებენ.რაგბის კავშირიThe post საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts