Jump to content
Planeta.Ge

„არც 2014 წელს, არც ახლა არ გვიკვირს, როცა უკრაინა რუსეთთან ომის პირასაა, ქართული ოცნების დუმილი“ – თამარ ჩერგოლეიშვილი


Recommended Posts

ჟურნალი ტაბულას დირექტორი თამარ ჩეროლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“საქართველო არ უნდა იყოს დაპირისპირების საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის”! ეს არის ამონარიდი ქართული ოცნების 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამიდან. ჩვენ, ვინც ვკითხულობთ და სიტყვებს მნიშვნელობას ვანიჭებთ, იმთავიდან ვიცოდით, რომ ქართული ოცნება საქართველოს დასავლურ ორიენტაციას საფრთხეს შეუქმნიდა. ამიტომ არც 2014 წელს, არც ახლა არ გვიკვირს, როცა უკრაინა რუსეთთან ომის პირასაა, ქართული ოცნების დუმილი. ჩვენ 2012 წლიდან ვიცით, რომ ქართული ოცნება თავისი შინაარსით ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა და ქვეყანის მართვას უნდა მოვაშოროთ! მაგრამ სწორედ 2012 წლის მაგალითი გვაჩვენებს, რამხელა ნეხვში შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუ სიტყვებს ყურადღებას არ მივაქცევთ და არ გავითვალისწინებთ რომ ალტერნატივა მხოლოდ დემოკრატიული ძალააა და არა პოპულისტური. ძალიან ბევრმა ადამიანმა 2012 წელს ხმა ოცნებას იმიტომ მისცა, რომ ჩვენი თავიდან მოშორება სურდა (სამართლიანად), მაგრამ რა მიიღო შედეგად – ახლა ვხედავთ! ამიტომაა მნიშვნელოვანი რომ წარსული გამოცდილებით ვისარგებლოთ, დავეყრდნოთ და ახლა ეგეთი შეცდომა აღარ დავუშვათ. შავრაზმული პოპულიზმის ალტერნატივა ლიბერალური დემოკრატიაა! სიბნელეს სიბნელით ვერ ანაცვლებ – ფიზიკა ამას არ უშვებს! სიბნელეს ანაცვლებ სინათლით! მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის არღარა ბნელია! ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია! 2600.png – გასაღებია!“ – წერს ჩერგოლეიშვილი.

The post „არც 2014 წელს, არც ახლა არ გვიკვირს, როცა უკრაინა რუსეთთან ომის პირასაა, ქართული ოცნების დუმილი“ – თამარ ჩერგოლეიშვილი appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...