Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo თბილისი, ბათუმი, ქუთაისი – სამ ქალაქში დენის ტარიფის ზრდას აპროტესტებენ


Recommended Posts

საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აქციებს მართავს. ისინი ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში დენის ტარიფის ზრდას აპროტესტებენ.

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ დენი 6 თეთრი ეღირებოდა, ახლა კი მისი საფასური 18 თეთრამდეა გაზრდილი.

„სანამ ელექტროენერგია ძვირდება, დავით ნარმანიამ ნახევარი მილიონი ლარის ქონება დააგროვა დავით ნარმანიამ. ამასთანავე, არ დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე 11-თეთრიანი ელექტროენერგიის განახევრებას ჰპირდებოდა, 6 თეთრი ეღირებაო. ამასობაში კი ყველაზე იაფი დენი 18 თეთრი გახდა, ძვირი კი 26.5 თეთრი. მეწარმეებს კი ორჯერ გაუძვირდათ ტარიფი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შეკრებილი მოქალაქეები დენის ტარიფის შემცირებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები, სადაც ნაჩვენებია ელექტროენერგიის საფასური 2012 წელს და ახლა. გარდა ამისა, მათ ადგილზე მიიტანეს ბანერები სემეკის ხელმძღვანელის დავით ნარმანიას გამოსახულებით.

The post თბილისი, ბათუმი, ქუთაისი – სამ ქალაქში დენის ტარიფის ზრდას აპროტესტებენ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...