planeta.ge Posted January 21, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2022 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით უკრაინაში შეხვედრებს მართავენ.შეხვედრა უკვე შედგა უკრაინის სახალხო დამცველთან, ლუდმილა დენისოვასთან. შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა დენისოვამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ენმ“-ის წევრმა, თინა ბოკუჩავამ და შეხვედრებისა და პარტნიორების ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა მისი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს აუცილებლად დაიცავს.„ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ჩვენსა და უკრაინულ მხარეს შორის იმიტომ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი გამომდინარე იქიდან რომ მას ჩამოართვა ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეობა, რაც თავისთავად სამარცხვინო ფაქტია, არის უკრაინის მოქალაქე და როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, უკრაინა აუცილებლად დაიცავს მის ინტერესებს. რა თქმა უნდა, ქალბატონი დენისოვა, სახალხო დამცველი, რომელიც რიგ შემთხვევებში პრეზიდენტ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს, აქტიურად არის ჩართული და ძალიან ღიად საუბრობს იმ უფლებრივ დარღვევებზე, რასაც ადგილი აქვს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად მოხდეს უკრაინული მხარის ინფორმირება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.The post ბოკუჩავა: უკრაინა აუცილებლად დაიცავს სააკაშვილის ინტერესს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts