planeta.ge Posted January 19, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2022 იტალიის დედაქალაქ რომის სასამართლომ, ბრაზილიელ ფეხბურთელ რობინიო ჯგუფურ გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კერძოდ, სამხრეთამერიკელ სპორტსმენს ბრალი მილანის ერთ-ერთ ღამის კლუბში 22 წლის ალბანელი ქალის ჯგუფურ გაუპატიურებაში ედებოდა. 2017 წლიდან საქმის გასაჩივრების პროცესი წარმოებდა, თუმცა დღეს რომის სასამართლომ რობინიო დამნაშავედ ცნო. ცნობისთვის, რობინიო კარიერის განმავლობაში "მადრიდის რეალის", "მანჩესტერ სიტისა" და "მილანის" ღირსებას იცავდა. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts