planeta.ge Posted January 19, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2022 გეგმავს თუ არა მთავრობა ბუსტერ-დოზაზეც 200-ლარიან წახალისებას, – აღნიშნულზე განმარტებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აკეთებს:„მოსახლეობის 70%, ის სამიზნეა, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ზოგადად სვამს. ჩვენ გამონაკლისი ვერ ვიქნებით და უნდა ავყვეთ ამ ამბიციურ გეგმას. ჩვენ რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, ეს წახალისების მექანიზმია, რაც აქამდე საკმაოდ ეფექტიანად მუშაობდა და ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.მუშავდება ვაქცინაციის გეგმის განახლებული ვარიანტი და ამ კვირაში დამატებითი კონსულტაციები იქნება ამ საკითხზე. იანვრის ბოლომდე წახალისების სქემა მოქმედებს და ჩვენ გვექნება დამატებითი შეთანხმება იმაზე თუ როგორ უნდა გაგრძელდეს წახალისება როგორც ძირითადი – პირველი და მეორე დოზების ადმინისტრირების, ასევე ბუსტერ-დოზების კუთხით, განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ხანდაზმულებში, სამედიცინო პერსონალში და სხვა რისკ ჯგუფებში“, – განაცხადა გაბუნიამ.The post გეგმავს თუ არა მთავრობა ბუსტერ-დოზაზეც 200-ლარიან წახალისებას – თამარ გაბუნიას განმარტება appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts