planeta.ge Posted January 19, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2022 ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი სახელმწიფოს მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობაში გადაყვანასა და აღნიშნულის აღსრულებისთვის თავის ეპარქიას სთავაზობს.მიტროპოლიტი ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით იცნობს თავად მიხეილ სააკაშვილის პოზიციასაც და სავარაუდოდ, ექს-პრეზიდენტი ამის მომხრე იქნება.„მე ვთავაზობ, პირველ რიგში, ჩვენს სახელმწიფოს გამოსავალს ვითარებიდან. მე მგონია, რომ კარგი იქნება, თუ მიიღება ასეთი გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი იყო შიდა პატიმრობაში და იის გამო, რომ ეს ჩემი აზრი იყო, მოსახერხებელი იქნება არ იყოს ის თავის სახლში, თბილისში, ამიტომ შევთავაზე ჩემი ეპარქია. თუ ეს ინიციატივა სახელმწიფოს მოეწონება ჩამობრძანდებიან ალბათ ადგილსაც შეარჩევენ, მე ვიქნები შუამავალი სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის. მე მასთან მისაუბრია და ვიცი მისი აზრი, რომ, სავარაუდოდ, წინააღმდეგი არ იქნება. მგონი რომ ქვეყნისთვის ასე უკეთესი იქნება. მოლოდინი რომ არ მქონდეს, არ ვიტყოდი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.The post დათანხმდება თუ არა სააკაშვილი სასჯელის ეპარქიაში მოხდას – რა ინფორმაცია აქვს მეუფე ნიკოლოზს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts