planeta.ge Posted January 19, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2022 „ენკამ“ დახურა ყველა ოფისი და წავიდა, ალბათ, საერთაშორისო არბიტრაჟში დავის მომსწრენი გავხდებით“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.გოცირიძე ამბობს, რომ „ენკამ” მილიონობით ფული დაურიგა ადგილობრივ მოსახლეობას მიწების გამოსყიდვის პროცესში. მისი თქმით, კომპანიას ფული, თუ მხოლოდ ეს იკმარა სასამართლომ, უნდა დააბრუნონ.„ნამახვანის” გამოსვლებმა ბევრი გააბრიყვა. რას ვიზამთ, ბევრჯერ გვინახავს ხალხი მოტყუებული და გაბრიყვებული. ყველაზე მეტად მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც, წესით არ უნდა ბრიყვდებოდნენ. როგორ გამოვარდნენ სოლიდარობის აქციაზე ვარლამებისა და სხვადასხვა ჯურის მარშისტების მხარდასაჭერად, როგორ ამბობდნენ, ძლივს არ ვიხილეთ ნამდვილი, გულწრფელი, ხალხის წიაღიდან წამოსული პროტესტიო. როგორ ეტრფოდნენ „უბრალო ადამიანებს”, როგორი „სენსიტიური” პოსტები უძღვნეს. „ჩემს დედიკოს ბალახის სუნი ასდის, შენს დედიკოს სუნამოსი”. ყვებოდა ერთი ათიოდე წლის წინათ ტელევიზორში ვიღაც პოეტი თუ თვითმარქვია პოეტი ძალიან მგრძნობიარე ლექსს, რომელიც სოფლის იდილიას, მიწაზე შრომის იდილიას, დედის იდილიას აღწერდა და სუნამოიან „ბურჟუებს” ლანძღავდა. „იდილიურ” თემებზე წამოეგებიან ხოლმე ჩვენი „პრადვინუტები”, კალმახის გადარჩენაზე ცრემლებს რომ ღვრიან და იმას ვერ ხვდებიან, თუ რა კავშირშია ელექტროენერგია იმასთან, ქვეყანა რომ იცლება და ადამიანები რომ შიმშილობენ, ვერ გაუცნობიერებიათ, ეკონომიკაზე რომ გადის ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ბედი.როგორც საშუალო კლასი არ ჩამოყალიბებულა, ის არ ჩამოყალიბებულა ის “საშუალო კლასი”( პოლიტიკური თუ ინტელექტუალური ელიტის სახით), რომელიც სტაბილურობას შესძენდა ჩვენს ცხოვრებას და რომელიც უკან კი არ აედევნებოდა ვარლამებს, არამედ წინ გაუძღვებოდა მათ სწორი მიმართულებით. ამითაც განვსხვავდებით ევროპისაგან. მივალთ ალბათ ჩვენც მაქამდე, ოღონდ გააჩნია რა დროში”, – წერს რომან გოცირიძე.The post რომან გოცირიძე: „ენკამ“ დახურა ყველა ოფისი და წავიდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts