Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo ნიკა გვარამია მისი დაგეგმილი ლიკვიდაციის საქმეზე განცხადებას აკეთებს


Recommended Posts

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა. სუს-ის შენობის დატოვების შემდეგ გვარამიამ ისაუბრა მისი დაგეგმილი ლიკვიდაციის საქმეზე, რა ინფორმაცია მიიღო უწყებისგან.

„არსებობს ვერსია, რომ ესენი შემოსულები იყვნენ და ბევრს გადაადგილდებოდნენ იმისთვის, რომ სხვა ჯგუფიც იყო და ყურადღების გადატანას ცდილობდნენ. თუმცა სხვა ჯგუფთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. ვერ გავიგე რატომ არ ვიყავი აქამდე საქმის კურსი. სამი სუსტი წერტილი აქვს იმას, რაც მე მოვისმინე. პირველი, ჩატარდა ბრიფინგი რამდენიმე თვის წინ, სადაც დადასტურებული, რომ შემოსულია ჯგუფი და ჩემი და სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაციაზე მუშაობს. მეორე, ერთ-ერთი ადამიანი გაგიევი, რომელიც შემოსული იყო გულის პრობლემების მოსაგვარებლად, არ ფიქსირდება მისი არც ერთი ვიზიტი ექიმთან საქართველოში ყოფნის განმავლობაში და მესამე, ჩემთვის მთავარი არის ის, რომ მანამდე მარტში ჩემი მეზობლისგან ეთნიკურად ოსისგან, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და რომელიც ჩემს კორპუსში ჩამოდის ხოლმე დედასთან, მისი ზარი ფიქსირდება გაგიევთან. ეს ზარი არის სამ წამიანი, მაგრამ ეს არაფერს მეუბნება. კონტრტერორისტული ამას შეცდომას უკავშირებს, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ სამ წამიანი ზარი აუცილებლად შეცდომით განხორციელდა. ეს შესაძლოა ყოფილიყო რაღაც სიგნალი წინასწარ შეთანხმებული“, – ნიკა გვარამიამ.

The post ნიკა გვარამია მისი დაგეგმილი ლიკვიდაციის საქმეზე განცხადებას აკეთებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...