Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo „8 000 შემთხვევა, 20 000-მდე გაიზრდება“ – ექიმების მოლოდინი


Recommended Posts

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტს მოუმზადებელი ხვდება.

მისი თქმით, მოსახლეობა არ იცავს იმ რეგულაციებს, რაც ვირუსის შეკავების მიმართულებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

„მოსახლეობა არ არის მომზადებული და არ ხვდება ისე, როგორც საჭიროა. არ იცავს ძალიან მარტივ წესებს – პირბადის ტარებას, დისტანციას, შეკრებებისგან თავის არიდებას. ის მოსაზრება, რომ „ომიკრონი“ სუსტია და გართულებას არ მოგვცემს, აბსოლუტურად მცდარია“, – ამბობს ტაბიძე.

მისი თქმით, ის მოსაზრება, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის პანდემიის ბოლო წერტილია, არასწორია.

„ციფრი 8 000 არის შუალედური ციფრი, ერთ-ერთი საფეხური და ძალიან ახლო მომავალში ეს 8 გახდება მინიმუმ 20 000“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 43 ადამიანი კი გარდაიცვალა.

The post „8 000 შემთხვევა, 20 000-მდე გაიზრდება“ – ექიმების მოლოდინი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...