planeta.ge Posted January 19, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2022 სახალხო დამცველის კონსილიუმმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.როგორც კონსილიუმის წევრმა, თენგიზ წულაძემ განაცხადა, აუცილებელია ექს-პრეზიდენტს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია ჩაუტარდეს, რაც საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა მაინც უნდა სცადონ.„პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა, ის არ გაუმჯობესებულა, გამოვლენილია მხედველობითი სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ასევე რჩება ანემიაც, სტრესული აშლილობა და დეპრესია, პაციენტი დაახლოებით იგივე მდგომარეობითაა. ჩვენი დასკვნაა, რომ უნდა ჩაერთოს მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რომელიც საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია. სხვა რეკომენდაციები ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.მისი თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს რეაბილიტაციის კურსი არ ჩატარებია.„რეაბილიტაციის კურსი პრაქტიკულად არ ჩატარებულა არც გორის ჰოსპიტალში და არც შემდეგ. მაგრამ მიზანს, რომ ყოფილიყო ადამიანის სიცოცხლე გადარჩენილი, ეს გორის ჰოსპიტალმა გააკეთა“, – განაცხადა წულაძემ.The post „საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია“ – კონსილიუმის ექიმი სააკაშვილზე appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts