planeta.ge Posted January 19, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2022 “ჩვენი ავტომანქანა თოვლში ჩარჩა და მისი გამოყვანა მხოლოდ სხვა ავტომანქანის დახმარებით გახდა შესაძლებელი, ეს ფაქტი კი ოპოზიციურმა მედიამ ავტოავარიად და "დრიფტაობად” შერაცხა”,-ასე ეხმაურება სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ტელეკომპანია ,,მთავარიარხზე” გასულ სიუჟეტს. “მინდა, გამოვეხმაურო ტელეკომპანია ,,მთავარ არხზე” გასულ სიუჟეტს, რომელშიც ამჯერადაც ცრუ ბრალდებები გაჟღერდა. 15 იანვარს, დიდთოვლობის გამო, შესაბამისი ტექნიკით, საავტომობილო და შიდა გზების თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. გზების დეპარტამენტთან, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების სამუშაოების ოპერატიულად ჩატარებას უზრუნველვყოფდით. იმავე საღამოს, როდესაც მაღალი ზონის სოფლებში არსებულ ვითარებას და ტექნიკის მუშაობას ვეცნობოდით, ჩვენი ავტომანქანა თოვლში ჩარჩა და მისი გამოყვანა მხოლოდ სხვა ავტომანქანის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ეს ფაქტი კი ოპოზიციურმა მედიამ ავტოავარიად და ,,დრიფტაობად” შერაცხა. მოვუწოდებ ჟურნალისტებს, ვინც ამ დეზინფორმაციის გავრცელებაზე დავალება მიიღო და შემდეგ შეასრულა: წესით თქვენი პროფესიული ვალდებულებაა სიმართლის მიწოდება საზოგადოებისთვის და არა პირიქით - დეზინფორმაციით ჩვენი მოქალაქეების მოტყუება. მჯერა, არც ამჯერად დაიჯერებს საზოგადოება თქვენს მორიგ ტყუილს!”, - ნათქვამია მერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. წყარო tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts