Jump to content
Planeta.Ge

tia "11 გრადუს ყინვაში ვარშავაში ქართველები როგორ დატოვეთ?! ხელებზე ბზარები ჰქონდათ კაცებს” - მძიმე ისტორია პოლონეთიდან


Recommended Posts

1642592622_1642592537.jpg

ემიგრანტი, ლაშა ხობუა ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს:

 

"ადამიანებს რასაც დაპირდებით, ის შეუსრულეთ, თქვე ნაბიჭვრებო. გუშინ აეროპორტში თქვენგან მიტოვებულ ხალხს მივაკითხე, ძმაკაცმა ნახა ეს ხალხი. ადგილი არ ჰქონდა მანქანაში, დამირეკა და წამოვიყვანე სასტუმროში. ამათი თვალები არ დამავიწყდება, უცხო მიწაზე უიმედოთ დარჩენილებს საწოლში დაწოლის საშუალება რომ მივეცი. ხალხს მოექეცით ადამიანურად, თქვე არარაობებო. სუფრასთან რომ ბაქიბუქობთ მაღალფარდოვანი სიტყვებით და საქციელი გაქვთ არაკაცური, ნუთუ არ გცხვენიათ?!

 

ამ ორი ქართველი კაცის სახეები, თვალები არ დამავიწყდება. ხალხო, ამ ზამთარში რომ ჩამოგყავთ ეს ადამიანები ევროპის შუაგულში და არაფერი იციან, ასე რანაირად შეგიძლიათ, ტოვებთ ქუჩაში, მერამდენე შემთხვევაა, პოლონეთში, ქუჩაში დატოვებული ოჯახები, დედა-შვილი… რას ფიქრობთ, ხალხო, რანაირად ცხოვრობთ? ისე იყვნენ დაბნეულები, სასტუმროში იკითხეს, აბანო გაქვთო? ისე იყვნენ ფსიქოლოგიურად უკვე…

 

ხელებზე ბზარები ჰქონდათ კაცებს, ნამუშევარი, მოგყავს გლეხი და ტოვებ ვარშავაში, 11 გრადუსი ყინვაა გარეთ, რაფერ იძინებთ ლოგინში, ხალხი იყო აეროპორტში დარჩენილი… აუცილებლად გნახავთ, ვინც ხალხს ქუჩაში ტოვებთ… ჯერ ყალბი საბუთებით მოგყავთ და აეროპორტიდან უკან აბრუნებენ… პროცენტიანი ვალი აქვთ აღებული, ზოგმა საქონელი გაყიდა, ზოგმა მანქანა, ზოგმა რაღაცა დაალომბარდა, მაგ ფულებით მოდიან… მარტო იმაზე ნუ ხართ გადასულნი, რომ 50-100 ევრო მიიღოთ – უფლის არ გეშინიათ, ხალხო?”, - ამბობს ლაშა ხობუა.

 

 

წყარო

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...