planeta.ge Posted January 18, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 18, 2022 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 იანვარს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია ამინდის არახელსაყრელი პირობები: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალ მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.18, 20 და 21 იანვარს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია, ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს.The post გაფრთხილება მოსახლეობას: საქართველოში ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება! appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts