Jump to content
Planeta.Ge

გამოცხადდება, თუ არა ქვეყანაში სააკაშვილის სინანულის დღე? – “ძალიან მოეწონა ეს აზრი” – მეუფე ნიკოლოზი


Recommended Posts

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, ტვ პირველთან ამბობს:

“პირველ რიგში, გილოცავთ ნათლისღებას, წყლის კურთხევა მნიშვნელოვანი რამ არის, რაც შეიძლება ბევრი წყალი დალიეთ დღეს, რაც შეიძლება ბევრჯერ გადაივლეთ წყალი, რომ იკურთხოს დედამიწა დღეს.

საქმე ისაა, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა საუბარი შერიგებაზე, პატიებაზე. მე არც ამაზე მექნება პრეტენზია, თუ არავის გაახსენდება, რომ პირველი ვიყავი, ვინც საყოველთაო შერიგებაზე ისაუბრა. ყველა მეკითხება, როიგორ უნდა შევრიგდეთ, როცა სისხლზეა ლაპარაკი… ამას ორი პასუხი აქვს – 1. სერიოზულად უნდა მოვემზადოთ აფხაზებთან და ოსებთან შერიგებაზე – იქ მართლა ძალიან ბევრი სისხლი იყო დაღვრილი და არ შეიძლება რომ არ შევრიგდეთ, უნდა მოვიფიქროთ ეს როგორ გავაკეთოთ და 2. ჩვენ შიგნით უნდა მოვნახოთ ეს ძალა.

მთავარი აზრი იმაშია, რომ პატიება და შერიგება, ეს არ ნიშნავს განუკითხაობას. ამისი არაჩვეულებრივი მაგალითია საეკლესიო მიტევების დღე, რომელიც არის დიდი მარხვის დაწყების წინ – წელს ეს დღე არის 6 მარტი და 6 მარტს ნებისმიერ ტაძარში, სადაც უნდა შებრძანდეთ, ერთმანეთთან მიდიან ქრისტიანები და ერთმანეთს ეუბნებიან, მაპატიეთ, შემინდეთ. პატრიარქის ქადაგებებში, ყოველ წელს მოდის და გვთხოვს შენდობას მრევლს, მთელ საქართველოს.

მე პრეზიდენტსაც მივმართე, ვგულისხმობ მესამე პრეზიდენტს, რომელიც საპყრობილეშია, ვუთხარი, რომ კარგი იქნება, თუ თავად დაიწყებს საკუთარი თავისგან. ძალიან მოეწონა ეს აზრი, მე ვუთხარი, რომ მე შევთავაზებ საზოგადოებას, ეს დღე გამოცხადდეს სინანულის დღედ. სინანული ეს არის ახალი აღთქმის 7 საიდუმლოებიდან ერთ-ერთი. ორმაგი შინაარსი აქვს ამ სიტყვას – როცა ადამიანი თავის სინანულს გამოხატავს თავისი საქციელის გამო, პირველ რიგში ღმერთი აპატიებს მას და მეორე რიგში – ადამიანებს გვჭირდება ამის მოსმენა. პატრიარქმა ბევრჯერ, სხვადასხვა ხელისუფლებას შესთავაზა ეს სინანულის დღე, მაგრამ დღემდე არ მოხერხდა, თუ ჩვენ შევთანხმდებით, საკუთარ შეცდომებს, ცოდვებს, თუ ვიტყვით, ამ ქვეყანაში დამყარდება მშვიდობა.

The post გამოცხადდება, თუ არა ქვეყანაში სააკაშვილის სინანულის დღე? – “ძალიან მოეწონა ეს აზრი” – მეუფე ნიკოლოზი appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...