Jump to content
Planeta.Ge

“ნამახვანის” გამოსვლებმა ბევრი გააბრიყვა, ეტრფოდნენ “უბრალო ადამიანებს”… “ჩემს დედიკოს ბალახის სუნი ასდის, შენს დედიკოს სუნამოსი” – რომან გოცირიძე


Recommended Posts

“ენმ”-ის წევრი, რომან გოცირიძე:

“ენკამ” დახურა ყველა ოფისი და წავიდა. ალბათ საერთაშორისო არბიტრაჟში დავის მომსწრენი გავხდებით.

“ენკამ” მილიონობით ფული დაურიგა ადგილობრივ მოსახლეობას მიწების გამოსყიდვის პროცესში. მათ უნდა დააბრუნონ ეს ფული (თუ მხოლოდ ეს გვაკმარა სასამართლომ, მაგრამ, ასე ნამდვილად არ იქნება) და არა საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ისედაც უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება.

“ნამახვანის” გამოსვლებმა ბევრი გააბრიყვა. რას ვიზამთ, ბევრჯერ გვინახავს ხალხი მოტყუებული და გაბრიყვებული. ყველაზე მეტად მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც, წესით არ უნდა ბრიყვდებოდნენ. როგორ გამოვარდნენ სოლიდარობის აქციაზე ვარლამებისა და სხვადასხვა ჯურის მარშისტების მხარდასაჭერად, როგორ ამბობდნენ, ძლივს არ ვიხილეთ ნამდვილი, გულწრფელი, ხალხის წიაღიდან წამოსული პროტესტიო. როგორ ეტრფოდნენ “უბრალო ადამიანებს”, როგორი “სენსიტიური” პოსტები უძღვნეს. “ჩემს დედიკოს ბალახის სუნი ასდის, შენს დედიკოს სუნამოსი”. ყვებოდა ერთი ადიოდე წლის წინათ ტელევიზორში ვიღაც პოეტი თუ თვითმარქვია პოეტი ძალიან მგრძნობიარე ლექსს, რომელიც სოფლის იდილიას, მიწაზე შრომის იდილიას, დედის იდილიას აღწერდა და სუნამოიან “ბურჟუებს” ლანძღავდა. “იდილიურ” თემებზე წამოეგებიან ხოლმე ჩვენი “პრადვინუტები”, კალმახის გადარჩენაზე ცრემლებს რომ ღვრიან და იმას ვერ ხვდებიან, თუ რა კავშირშია ელექტროენერგია იმასთან, ქვეყანა რომ იცლება და ადამიანები რომ შიმშილობენ, ვერ გაუცნობიერებიათ, ეკონომიკაზე რომ გადის ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ბედი.

როგორც საშუალო კლასი არ ჩამოყალიბებულა, ის არ ჩამოყალიბებულა ის “საშუალო კლასი” (პოლიტიკური თუ ინტელექტუალური ელიტის სახით), რომელიც სტაბილურობას შესძენდა ჩვენს ცხოვრებას და რომელიც უკან კი არ აედევნებოდა ვარლამებს, არამედ წინ გაუძღვებოდა მათ სწორი მიმართულებით. ამითაც განვსხვავდებით ევროპისაგან. მივალთ ალბათ ჩვენც მაქამდე, ოღონდ გააჩნია რა დროში.”

The post “ნამახვანის” გამოსვლებმა ბევრი გააბრიყვა, ეტრფოდნენ “უბრალო ადამიანებს”… “ჩემს დედიკოს ბალახის სუნი ასდის, შენს დედიკოს სუნამოსი” – რომან გოცირიძე appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...