Jump to content
Planeta.Ge

tia „ევროპული რეგულაციების კონტექსტის გარეშე გადმოტანა შეუძლებელია“ - სააკაშვილი სასწავლო პროცესის დაწყებაზე


Recommended Posts

1642074258_mixeil-saakashvili3.png

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალირ ქსელში ქვეყანაში სასწავლო პროცესის განახლებას გამოეხმაურა.

 

 

„ჩვენ ყველას გვსურს, რომ ჩვენი შვილები დადიოდნენ სკოლაში. მეც ერთ-ერთი ასეთი მამა ვარ. განათლების სამინისტრომ აიღო ევროპის ქვეყნების სტანდარტები, სადაც ბავშვები სკოლაში გაუშვეს. ოღონდ ჩვენთან სიტუაცია ფუნდამენტურად განსხვავებულია.

 

ჯერ ერთი, ევროპაში მასწავლებლები და პერსონალი აცრილია და მეორე, ყველა ბავშვი დაზღვეულია. აი, წარმოიდგინეთ, კლასში ვირუსი ერთ ბავშვს მაინც ექნება და ავტომატურად ყველას გადაედება. შემდეგ ეს ბავშვები ბრუნდებიან სახლში და გადასდებენ ოჯახის წევრებს.

 

მართალია, ომიკრონი ბევრად მსუბუქად მიდის ვიდრე სხვა შტამები, მაგრამ მკურნალობა ყველა შემთხვევაში დასჭირდება. ოჯახში თუ სამ ადამიანს მაინც დაემართა, ეს ოჯახის ბიუჯეტზე დამატებით 500-600 ლარი დატვირთვაა.

 

ეს კი იმ პირობებში, როცა ამ თვეებში განსაკუთრებით ბევრი დაიხარჯება დენისა და გაზის მომატებულ გადასახადებზე, საკვებისა და პროდუქტების გაზრდილ ფასებზე და ახლა დამატებით კოვიდისგან მკურნალობის თანხები. აი, ამიტომაც არის შეუძლებელი ევროპული რეგულაციების კონტექსტის გარეშე გადმოტანა“, - აცხადებს სააკაშვილი.

 

 

 

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...