planeta.ge Posted January 17, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2022 რა კავშირი აქვ სუს-ს რუსეთის "ფსბ"-თან და ვინ იყო ადამიანი, ვინც ნიკა გვარამიას მოსაკლავად ჩამოსული ქილერები ქვეყნიდან გააპარა - "პირველებმა" პასუხების მიღება სუსის კონტრ ტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელისგან სცადა. ალექსანდრე მაისურაძემ მასთან სახლში მისულ ჟურნალისტს კარი არ გაუღო და არც კარს მიღმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა. რუსეთიდან ნიკა გვარამიას მოსაკლავად ჩამოსული ქილერების ჯგუფი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა არ დააკავა და რუსეთის საზღვრამდე გააცილა. სკანდალური სტატია გამოცემა cnews-მა გაავრცელა. ჟურნალისტებმა იმ ადამიანების პასპორტის ასლები მოიპოვეს, ვინც საქართველოს ტერიტორიეაზე რუსულმა სპეცსამსახურებმა ნიკა გვარამიას ლიკვიდაციის მიზნით გამოაგზავნეს. მკვლელობის მთავარ დამკვეთად რამზან კადიროვი სახელდება თავად შემსრულებლები კი არტურ გატაევი, სლავა გაგიევი და არტურ გულიევი არიან. სამივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა. გამაოგნებელი ამბის კვალი სუსის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელამდე, ალექსანდრე მაისურაძემდე მიდის. არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სასმახურს რუსულ "ფსბ"-თან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა, რის შემდეგაც ალექსანდრე მასიურაძემ საქართველოდან ქილერების მშვიდობიანად გაცილების გადაწყვეტილება მიიღო. წყარო tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts