planeta.ge Posted January 17, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2022 2020 წელს, არაფორმალური სექტორის გათვალისწინებით, ავტომობილების ბიზნესის მთლიანი ზომა 3.8 მილიარდი ლარი იყო. ამის შესახებ შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელის“ მიერ მომზადებულ ანგარიშგებაშია ნათქვამი. კომპანია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 2.9 მილიარდი ფორმალური სექტორის ზომაა, ხოლო არაფორმალური ბიზნესი 0.9 მლრდს წარმოადგენს. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ დიდი ზომის არაფორმალური ბიზნესი ბევრი წვრილწვრილი ინდივიდუალური გამყიდველებისა და ავტოპარკებისგან შედგება. მათი ინფორმაციით, 2020 წელს, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ფონზე, ავტომობილების ბიზნესის არაფორმალური ნაწილი 45%-ით შემცირდა, უფრო მეტად ვიდრე ფორმალური ნაწილი (-24% წ/წ), რადგან ავტომობილების და ავტონაწილების ბაზრობები დახურული იყო. ფორმალურ ბაზარში, ყველაზე დიდი წილი — 60% ავტომობილებით ვაჭრობას უჭირავს; ხოლო ავტო-ნაწილებით ვაჭრობა 38%-ს იკავებს. ანგარიშგების თანახმად, 2020 წელს ავტომობილების მთლიანი ბიზნესის 36% საექსპორტო ბაზრებზე მოდიოდა. მომზადებულ დოკუმენტის მიხედვით, ავტოპარკი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. ზრდის მაჩვენებელი 2020 წელს 5.08% იყო, ხოლო რეგისტრირებულ ავტომობილთა ჯამური რაოდენობა — 1.446 მილიონი. 2020 წლის მდგომარეობით, ავტომობილების 62.4% მსუბუქია, 19.9% მსუბუქი მაღალი გამავლობის, 7.2% სატვირთო, 3.8% სამგზავრო, 2.5% სასოფლო-სამეურნეო, ხოლო დანარჩენი 4.2% წარმოადგენს მოტოტრანსპორტს, სპეციალიზებულ ავტოტრანსპორტო და სხვა ტიპის ავტოტრანსპორტს. ირკვევა, რომ 4 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ავტოპარკის მხოლოდ 2.3%-ს შეადგენს, 4-6 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ავტოპარკის მხოლოდ 1.7%-ს შეადგენს, ხოლო 20 წელზე მეტი ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ავტოპარკის 55.1%-ს შეადგენს. წყარო tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts