Jump to content
Planeta.Ge

interpost.ge- თოვა, ძლიერი ქარი და -20 გრადუსი ყინვა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი


Recommended Posts

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ამინდის არახელსაყრელი პირობები: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვნად დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალ მთაში ნისლი.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

აღმოსავლეთ საქართველოში დღეს, 16 იანვარს, +5 გრადუსია, ხვალ დღის განმავლობაში +4 გრადუსი, ღამე კი -9 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთის მთიან რეგიონებში ღამე -14 -15 გრადუსი იქნება, მაღალმთიანში კი, -18 -22 გრადუსი იქნება ღამის განმავლობაში.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღეს ტემპერატურა +6 გრადუსია, ხვალ დღის განმავლობაში +6, ღამე კი -3 გრადუსი. დასავლეთის მთიან რეგიონებში ღამე -12 -13 გრადუსია მოსალოდნელი, მაღალმთიანში კი -18 -20.

The post თოვა, ძლიერი ქარი და -20 გრადუსი ყინვა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი appeared first on InterPost.ge.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...