planeta.ge Posted January 17, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2022 მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ბიზნესი კარგად გრძნობდეს თავს და არ ჰქონდეს პრობლემები, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ისეთ სენსიტიურ სფეროში, რომელიც ეხება პურს, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ფასების გაძვირება არ მოხდეს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისი უწყება მზად არის, რომ ამ საკითხში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ითანამშრომლოს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ ბიზნესს არ ჰქონდეს პრობლემები, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხორბლისა და ფქვილის სფეროში ფასების გაძვირება არ იყოს. ამ ორ მოცემულობას შორის სწორი ბალანსი როგორ უნდა მოვნახოთ, მზად ვართ ამისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ვიმუშაოთ“, – განაცხადა თურნავამ. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts