planeta.ge Posted January 17, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2022 ექსპერტი ლევან ნიკოლაიშვილი სოციალურ ქსელში წერს:„ის ადამიანები, ვინც თავის დროზე მთელი კულტურის მოღვაწეები ჩარეცხა, დღეს კულტურის მინისტრს მოუწოდებენ, ლექსის ქურდს თავი დაანებეთო. რეპრესიებზე ის ადამიანები ყვირიან, რომელთაგან ერთი ნაწილი სულ რამდენიმე წლის წინ თავად ატერორებდა მთელ ერს და მეორე ნაწილი კი ამ ყველაფერს ჩუმად უყურებდა. თეა წულუკიანი კულტურის სფეროს აჯანსაღებს და სწორედ ამას ემსახურება მისი გადადგმული თითეული ნაბიჯი. ასე რომ, ვინც ამ სფეროში ხელის მოთბობას არის მიჩვეული, რა თქმა უნდა, მათთვის ეს რეფორმები მტკივნეულია და თეა წულუკიანიც მიუღებელი“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.შეგახსენებთ, კულტურის სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: მოვითხოვთ, ქართული ლიტერატურის მუზეუმმა შეწყვიტოს ელენე ბაქრაძის (დარიანი) გამოცემა, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი. განცხადებაში საუბარია უშუალოდ ლაშა ბაქრაძეზეც, სადაც ვკითხულობთ: “რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია”.The post ის ადამიანები, ვინც თავის დროზე მთელი კულტურის მოღვაწეები ჩარეცხა, დღეს კულტურის მინისტრს მოუწოდებენ, ლექსის ქურდს თავი დაანებეთო – ლევან ნიკოლეიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.