planeta.ge Posted January 17, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2022 ქუთაისში დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს პირსინგის გამო თავს დაესხნენ და სცემეს.27 წლის ბიჭი ბარში მეგობარ გოგოსთან ერთად იყო, რა დროსაც იქ მყოფმა ერთმა კაცმა აგრესიული კომენტარი გააკეთა მის პირსინგზე, ბარიდან წამოსვლის შემდეგ კი თეთრ ხიდთან დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა.„ინგლისიდან ჩამოვედი ქუთაისის აეროპორტში. მე და ჩემი შეყვარებული წავედით ბარში, კარგი მუსიკა იყო, ბევრ ადამიანს ვესაუბრეთ, ძირითადად ინგლისურად, თუმცა ცოტა ქართულიც ვიცი და ქართულადაც ვლაპარაკობდი.კარგი საღამო იყო, გავერთეთ, ვცეკვავდით, თუმცა ბევრი არ დაგვილევია, მხოლოდ თითო ლუდი, მთვრალები არ ვიყავით. პატარა პირსინგი მაქვს ტუჩზე და ერთმა კაცმა აგრესიულად გააკეთა კომენტარი ამაზე. ძალიან მთვრალი იყო და ყველას მიმართ სულ უფრო აგრესიული ხდებოდა, მათ შორის ჩემ მიმართ, ამიტომ გავერიდე.მას შემდეგ, რაც მუსიკა დასრულდა და ბარი დაიკეტა, მე და ჩემი შეყვარებულიც წამოვედით, თეთრ ხიდთან გადავედით და უეცრად ეს კაცი გამოჩნდა.პიგმენტური რეტინიტი მაქვს, ანუ ღამით თითქმის ვერ ვხედავ და დიდ ბრიტანეთში უსინათლოდ ვარ დარეგისტრირებული. ამიტომ თავიდან ვერ მივხვდი ვინ იყო, მაგრამ აშკარად მე მელოდებოდა, თან ახლდა მეგობარიც.მკლავში მომკიდა ხელი, ვცადე თავის დაღწევა. ამის შემდეგ დამიწყო ცემა, ძლიერად მირტყამდა და ძირს დავეცი. ვერ მივხვდი რა ხდებოდა და ვცდილობდი გამეაზრებინა. ამ დროს მისი მეგობარი ცდილობდა, რომ შეეჩერებინა. ჩემი შეყვარებული ყვიროდა გაიქეციო, ამ კაცს ქართულად და ინგლისურად სთხოვდა გავეშვი.თავი დავაღწიე და გავიქეცი, ჩემი შეყვარებული ცდილობდა შეეჩერებინა და უკან დავბრუნდი. ძალიან ვნერვიულობდი, რომ მისთვის რამე არ დაეშავებინა, კარგად ვერაფერს ვხედავდი და ჩემს შეყვარებულს ვეძახდი, რომ გამოქცეულიყო. მომიახლოვდა ისევ ის კაცი, ძლიერად დამარტყა თავში, სახეში. ვთხოვდი გაჩერებულიყო, მაგრამ მაინც მცემდა.ცემის დროს დავკარგე სათვალე და ქოლგა. შემდეგ ჩემმა შეყვარებულმა დაიჭირა და შეაჩერა, გავიქეცი და ვცადე დახმარების გამოძახება. სტრესის გამო ქართული პოლიციის ნომერი არ მახსოვდა და ინგლისის სასწრაფო დახმარების ნომერზე ვრეკავდი“, – განაცხადა მან On.ge-სთან.The post ქუთაისში ბრიტანელი ტურისტი სასტიკად სცემეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts