planeta.ge Posted January 17, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2022 მე, როგორც ექიმი იმ ოჯახებს, რომელთა ბავშვები არიან აუცრელები და თან რომელიმე ქრონიკული დაავადებების მატარებლები, ვურჩევდი ბავშვების ონლაინ სწავლებაზე დატოვებას, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.კულუმბეგოვი კიდევ მათ ურჩევს ბავშვის ონლაინ სწავლებაზე დატოვებას, რომელთაც ოჯახში მოხუცი ჰყავთ.„მე, როგორც ექიმი იმ ოჯახებს, რომელთა ბავშვები არიან აუცრელები და თან რომელიმე ქრონიკული დაავადებების მატარებლები, მაგალითად სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტის, ნევროლოგიური პრობლემების და ასე შემდეგ, ასეთ ოჯახებს ვურჩევდი ბავშვების ონლაინ სწავლებაზე დატოვებას. მეორე მხრივ ბავშვი შეიძლება იყოს აცრილი და სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ ოჯახი იყოს მრავალსულიანი და ჰყავდეთ ასაკოვანი ადამიანები ოჯახში. ასეთ ადამიანებსაც ვურჩევდი ონლაინ რეჟიმზე გადასვლას. სხვა შემთხვევაში სკოლა უნდა გაგრძელდეს ჰიბრიდული წესით. წერტილოვანი ჩაკეტვები იქნება, რეგულაციები არსებობს. მესმის, ძალიან რთულია პირბადის ტარება ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, მაგრამ სწორი ახსნის და მაგალითების ჩვენების პირობებში შესაძლებელია. ამიტომ, მშობლებს ვთხოვ მათი და სკოლის უსაფრთხოების მიზნით ბავშვებს გაუკეთონ პირბადე”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.The post კულუმბეგოვი კონკრეტულ პირებს ონლაინ სწავლებაზე გადასვლას ურჩევს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts