Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo მინისტრი დევნილის თვითმკვლელობაზე: ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან


Recommended Posts

ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მედიას მოუწოდებს, დევნილების დასახლებაში მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტი ზოგადად დევნილების პრობლემებს არ დაუკავშირონ.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, პირველადი ინფორმაციით, ეს “უბედური შემთხვევა იყო”.

„პირველ რიგში, მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს რამე კავშირში შეიძლება, იყოს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან.

ეს არის უბედური შემთხვევა, რაც სამწუხაროდ, მოხდა და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, ხოლო რაც შეეხება სანატორიუმ ქართლში მცხოვრებსა და სხვა დევნილების პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით, ჩემი სამინისტროში მისვლის პირველივე დღიდანვე იმართება კონსულტაციები და ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ დევნილები, ზუსტად ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს და რა გეგმებს მივყვეთ.

პერიოდულად დევნილებს ეცნობებათ გეგმები და დათქმულ ვადებში უზრუნველვყოფთ ამ ყველაფერს.

გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა და ჩემი თხოვნა იქნება, ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრებმა კაცმა თავი მოიკლა. სხვა დევნილების თქმით, 53 წლის კაცმა თავი პროტესტის ნიშნად მოიკლა, რადგან წლებია, იქ მცხოვრები ადამიანები ავარიულ შენობას აპროტესტებენ.

The post მინისტრი დევნილის თვითმკვლელობაზე: ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...