planeta.ge Posted January 17, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2022 მთავრობის ახალი განკარგულებით, დღეიდან თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი შესაძლებელი გახდა.ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.„მოგეხსენებათ, რომ მე ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე და საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის.ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ პირობითად ღირს ათი ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი.ამიტომ, არანაირი არგუმენტი, რატომ არ უნდა ყოფილიყო თურქეთის ბაზარი არ არსებობს, ვერ მოვისმინე და მივიღე გადაწყვეტილება, თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა.ეს ძალაში შევიდა და მე იმედი მაქვს, იმპორტიორი კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.The post დღეიდან თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი შესაძლებელია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts