planeta.ge Posted January 16, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2022 ტელეწამყვანი, მაია ასათიანი მოდელ შორენა ბეგაშვილის შვილის, ევა ბარბაქაძის საცურაო კოსტუმით გადაღებული ფოტოს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება: „ბავშვი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, წლების მანძილზე უამრავი, ურთულესი ოპერაცია გადაიტანა! ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობდა ყველა მოძრაობას თავიდან და ახლა, როცა ცხოვრებას დაუბრუნდა, ამიხსენით ხალხო, რატომ დებთ მიწაში ისევ!!! მეშინია ჩემი ხალხის გამო, რომელსაც მხოლოდ ტრაგედიაში უყვარხარ!!! და რის გამო??? ძალიან ლამაზ გოგონას საცურაო კოსტიუმი, რომ აცვია??? მეშინია ჩემი ხალხის გამო. ჯერ ერთხმად ლოცულობდნენ ევას გადარჩენისთვის და ახლა ისე ერთხმად დებენ მიწაში იმიტომ, რომ ამხელა ტრაგედიის გადატანის შემდეგ მაინც მათზე ლამაზია!!!“, – წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts