Jump to content
Planeta.Ge

რას პირდებოდა “ქართლში” შესახლებულ დევნილებს 2016 წელს ყაველაშვილი? – 2016 წლის “ოცნების” წინასაარჩევნო კამპანია


Recommended Posts

ფოტო – 2016 წელი

2016 წლის 21 სექტემბერს, “ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილი სასტუმრო „ქართლსა“ და „ოქროს საწმისში“ შესახლებულ დევნილებს შეხვდა და მათ დაპირდა:

„ ჩვენ ერთად გადავჭრით არსებულ პრობლემებს და ერთად მივაღწევთ კეთილდღეობას, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, მე არ ვაპირებ თქვენგან შორს ყოფნას, ის პრობლემები რაც დღეს არსებობს თქვენს ოჯახებში, ერთად უნდა მოვაგვაროთ, გავერთიანდეთ იმისთვის რომ უფრო ძლიერები ვიყოთ და უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ“.

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სანზონა – ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას პარტიის ოთხ პუნქტიანი სამოქმედო გეგმაც გააცნო და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება არის დევნილების პრობლემის მოგვარების გზები.

2022 წლის 16 იანვარს, სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებმა დევნილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დევნილები უკვე დიდი ხანია აქციებს მართავენ და ხელისუფლებას ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. მათი თქმით, შენობა ავარიულია და ნელ-ნელა იშლება, ადგილზე ცხოვრება კი სიცოცხლისთვის საშიშია. დევნილება არაერთი აქცია გამართეს. ისინი ჯანდაცვის ახალ მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, გუშინდელი მონაცემით, მინისტრი მათ არ შეხვდა. აქცია გამართეს კანცელარიასთან და აქციის მონაწილეების თქმით, მათ ადმინისტრაციიდან უთხრეს, რომ წერილი დაეტოვებინათ პრემიერ ღარიბაშვილის სახელზე.

The post რას პირდებოდა “ქართლში” შესახლებულ დევნილებს 2016 წელს ყაველაშვილი? – 2016 წლის “ოცნების” წინასაარჩევნო კამპანია appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...