Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo საპატრიარქო მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას უარყოფს


Recommended Posts

საქართველოს საპატრიარქო მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას უარყოფს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

რამდენიმე საათის წინ ინტერნეტგვერდმა ,,მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისა და მისი თითქოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობის შესახებ მორიგი სიცრუე გაავრცელა.

აღნიშნული გადაუმოწმებელი ინფორმაცია აიტაცა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებამ და აქტიურად იწყო მისი გავრცელება.

სინამდვილეში, მიტროპოლიტი სტეფანე ამჟამად ექიმების ზედამხედველობით რეაბილიტაციის კურსს გადის და, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამ პერიოდს იგი თბილისში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში გაატარებს.

მიტროპოლიტის დედაქალაქში დარჩენის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საჭიროების შემთხვევაში მეუფემ დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებლად შეძლოს შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციისა თუ დახმარების მიღება.

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დღეისათვის მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი იმყოფება თბილისში და რეაბილიტაციის დასრულებამდე, გარკვეული დროით,  დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში დარჩება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

The post საპატრიარქო მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას უარყოფს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...