Jump to content
Planeta.Ge

tia თოვლი, ქარი, ნისლი და -20° ყინვა - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?


Recommended Posts

1642331701_amindi.jpg

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვნად დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ნისლი.

 

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აღმოსავლეთ საქართველოში დღეს, 16 იანვარს, +5 გრადუსია, ხვალ დღის განმავლობაში +4 გრადუსი, ღამე კი -9 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთის მთიან რეგიონებში ღამე -14 -15 გრადუსი იქნება, მაღალმთიანში კი, -18 -22 გრადუსი იქნება ღამის განმავლობაში.

 

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღეს ტემპერატურა +6 გრადუსია, ხვალ დღის განმავლობაში +6, ღამე კი -3 გრადუსი. დასავლეთის მთიან რეგიონებში ღამე -12 -13 გრადუსია მოსალოდნელი, მაღალმთიანში კი -18 -20.

 

წყარო

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...