planeta.ge Posted January 16, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2022 ექიმი გიორგი ღოღობერიძე, კორონავირუსის "ომოკრონის" შტამთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც მოქალაქეებს დამშვიდებისკენ მოუწოდებს, რადაგან მისი განმარტებით, აღნიშნული შტამი ბევრად მარტივ ფორმებში ვლინდება. „ზოგიერთი ადამიანი, რომ გაიკეთებს ტესტს და დაუდგინდება კოვიდი, პანიკობს. დამშვიდდი, ეგ დრო უკვე წავიდა. ახლა ნუღარ პანიკობ. ეს ინფექცია ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე საწყისი შტამები იყო. ძალიან მარტივად ჩაივლის. რომც არ გაიგო, რომ კოვიდი გაქვს, უფრო მარტივად გაივლი, ვიდრე დადასტურების შემდეგ პანიკით და წამლებში ფულის გადაყრით, რაც საერთოდ არაფერში გჭირდება“, - აცხადებს გიორგი ღოღობერიძე. მისივე თქმით, კორონავირუსზე ტესტი ინფიცირებულთან კონტაქტიდან, 72 საათის გასვლის შემდეგ უნდა გაკეთდეს და თუ პასუხი უარყოფითია, სიმპტომები კი ისევ არის, ამ შემთხვევაში, პირი იზოლაციაში უნდა დარჩეს. „ტესტის გაკეთებას აზრი არ აქვს, თუ თქვენი ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ გასული არაა 72 საათი. თუ სამი დღე არ გავიდა, მანამდე რომ გაიკეთოთ ტესტი, პასუხი უარყოფითი იქნება. თუ ტესტს მეორე დღესვე გაიკეთებ, რა თქმა უნდა, უარყოფითი მოვა, იმიტომ, რომ ვერ პოულობს ის ვირუსს. არაა სანერვიულო. ტესტის პასუხს, თუ შენ კლინიკური სიმპტომები გაქვს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ ტესტებს თავი დაანებე, იყავი მშვიდად, წყნარად და იზოლაციაში, რათა სხვებს გაუფრთხილდე“, -აცხადებს ვიდეომიმართვაში ღოღობერიძე. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts