Jump to content
Planeta.Ge

ლევან კობიაშვილი: “ქართულ ფეხბურთში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”


Recommended Posts

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნულ ლიგაში არსებულ სიტუაციაზე გადაცემა “სპორტი იმედზე” ისაუბრა.

“საბოლოო ჯამში, ყველაფერი მიდის ისევ გაზაფხულზე, როდესაც ევროტურნირები მოდის და ვხედავთ, სად ვართ და რა არის რეალურად. ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვხედავ. კარგია შიდა ტრანსფერები, მაგრამ ეს უკვე გავიარეთ. არ ვიცი კლუბების ფინანსურები დეტალები, თუმცა არ მაქვს განცდა, რომ რამე განსაკუთრებული ხდება”

“თუ ჩვენ არ გვეყოლება ძლიერი ლეგიონერები, უბრალოდ წარმოუდგენელია წარმატებას მივაღწიოთ. ამ ყველაფერს სჭირდება ფინანსები. თუ კლუბები ფინანსურად არ იქნენ ძლიერნი, არაფერი გამოვა. ვინმეს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, ვისაც იმატებენ. “ლოკომოტივმა” ძველი რესურსით მიაღწია წარმატებას და 2 ბარიერი დაძლია. მაგრამ მაინც, წარმოუდგენეlia ლეგიონერის გარეშე შედეგის მიღწევა, ვერც ელიგის დონის აწევა”, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ქართული გუნდები ლეგიონერებს ძირითადად ბელარუსიდან იმატებენ ან მათ, ვინც ნაკლებად კვალიფიციურია და ნაკლები ფინანსური მოთხოვნები აქვს.

The post ლევან კობიაშვილი: “ქართულ ფეხბურთში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...