planeta.ge Posted January 16, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2022 ლაგოდეხში 35 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გამოძიებით დადგინდა, რომ ახალგაზრდა ქალი ყოფილმა მეუღლემ მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 1 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, გუშინ სამი შვილის დედა, ლაგოდეხის მუნიცილიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ნონა ჭაბაშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წყარო: რუსთავი2 REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts