Jump to content
Planeta.Ge

საპატრიარქო: მეუფე სტეფანეს საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა


Recommended Posts

საპატრიარქო ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანეს. 

ამავე ცნობით, მეუფე სტეფანეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის თბილისის ერთ-ერთ მონასტერში რჩება.

„რამდენიმე საათის წინ ინტერნეტგვერდმა „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისა და მისი თითქოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობის შესახებ მორიგი სიცრუე გაავრცელა.

აღნიშნული გადაუმოწმებელი ინფორმაცია აიტაცა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებამ და აქტიურად იწყო მისი გავრცელება.

სინამდვილეში, მიტროპოლიტი სტეფანე ამჟამად ექიმების ზედამხედველობით რეაბილიტაციის კურსს გადის და, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამ პერიოდს იგი თბილისში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში გაატარებს.

მიტროპოლიტის დედაქალაქში დარჩენის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საჭიროების შემთხვევაში მეუფემ დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებლად შეძლოს შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციისა თუ დახმარების მიღება.

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დღეისათვის მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი იმყოფება თბილისში და რეაბილიტაციის დასრულებამდე, გარკვეული დროით, დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში დარჩება“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე საკუთარ კელიაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

The post საპატრიარქო: მეუფე სტეფანეს საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...