planeta.ge Posted January 16, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2022 ცესკომ 183 ათას ლარად 5 ავტომობილი იყიდა, რომელიც არ სჭირდებოდა – ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების მართვის 2017-2019 წლების სისტემური საკითხების შესაბამისობის აუდიტს ეხება.სახელმწიფო აუდიტი წერს, რომ სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა აუცილებლობას არ წარმოადგენდა და განხორციელდა საბიუჯეტო სახსრების ათვისების მიზნით.საუბარია 2017 წლის 29 დეკემბერზე, როცა ცესკომ კომისიის რამდენიმე წევრისთვის შპს „ჯითი მოტორსისაგან“ შეისყიდა 5 ერთეული ავტომობილი − Ford Focus, სახელშეკრულებო ღირებულებით − 182,995 ლარი.შესყიდვის აუცილებლობა დასაბუთებული იყო შემდეგი არგუმენტებით:– არსებული ავტოპარკის ექსპლუატაციის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მაღალი იყო სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯები;– იზრდებოდა საწვავის ხარჯი;– ამოწურული იყო საგარანტიო ვადები.“აუდიტით გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა აუცილებლობას არ წარმოადგენდა და განხორციელდა საბიუჯეტო სახსრების ათვისების მიზნით, რაც დასტურდება შემდეგი გარემოებებით:ცენტრალური საარჩევნო კომისიის 12 წევრზე 2017 წელს განპიროვნებული იყო თითოეულისათვის ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, 9 წევრისათვის − Kia Cerato და Kia Optima.წლის დასაწყისში შემსყიდველი ორგანიზაცია ფლობდა ინფორმაციას ავტომობილების წლოვანებისა და საგარანტიო ვადების ამოწურვის შესახებ, შესაბამისად, ჩანაცვლების საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვების თავდაპირველი გეგმითვე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული აღნიშნული გარემოება. შესყიდვების გეგმით წლის დასაწყისში სატრანსპორტო საშუალების შესყიდვისთვის გათვალისწინებული იყო მხოლოდ 22,500 ლარი, 2017 წლის 11 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებით კი, ბიუჯეტი განისაზღვრა 628,030 ლარით.კომისიის 9 წევრზე განპიროვნებული ავტომობილებიდან, ჩანაცვლდა Kia Cerat-ს მოდელის ავტომობილები, თუმცა, თუ შევადარებთ Kia Cerato-ს და Kia Optima-ს მოდელის ავტომობილების ყოველწლიური მომსახურების დანახარჯებს, ფაქტობრივად ჩანაცვლდა უფრო ეკონომიური ავტომობილები და არა პირიქით: აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით განხორციელდა შედარებით მცირე დანახარჯების ავტომობილების ჩანაცვლება უფრო ახლით და არა ავტოპარკის განახლება ეკონომიურობისა და პროდუქტიულობის თვალსაზრისით”,– ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.The post “ცესკომ 183 ათას ლარად 5 ავტომობილი იყიდა, რომელიც არ სჭირდებოდა – მიზანი ბიუჯეტის ათვისება იყო” appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts