planeta.ge Posted January 16, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2022 შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაგოდეხში ყოფილი ქმრის მიერ 35 წლის ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ყოფილმა ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, დანაშალის დაფარვის მიზნით კი ოთახში გაზი გაუშვა.უწყების ცნობით, კაცი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ ყოფილი მეუღლე, 1984 წელს დაბადებულ ნ.ჭ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – წერია უწყების განცხადებაში.ადგილობრივების თქმით, მკვლელობის საღამოს ქალი სახლში არასრულწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ქმარმა ყოფილი ცოლი ბავშვების თვალწინ გაგუდა, შვილები სახლიდან წაიყვანა და ოთახში გაზის ონკანი მოშვებული დატოვა.The post „ეჭვიანობის ნიადაგზე შვილების თვალწინ გაგუდა“ – ლაგოდეხში მომხდარი მკვლელობის დეტალები appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts