planeta.ge Posted January 15, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2022 "დამძიმებული ეპიდვითარების გამო, "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებები დროებით შეჩერებულია. სერიების ეთერში გასვლის თარიღს მალე შეგატყობინებთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!“ - ვკითხულობთ "ჩემი ცოლის დაქალების" ფეისბუქ გვერდზე. ქვეყანაში არსებული რთული ეპიდვითარების გამო "ფორმულა კრეატივმა" სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღება შეაჩერა. სერიალის პროდიუსერი, ირაკლი საღინაძე ამბობს, რომ ორკვირიანი შესვენება, მხოლოდ არსებული მძიმე ვითარების გამო გამოაცხადეს. როგორც ამბობს, კოვიდით ინფიცირებულთა რიცხვი თანდათან მატულობს და ასეთ სიტუაციაში მუშაობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. - გარშემო ბევრი ადამიანი დაინფიცირდა და ამ კოვიდაფეთქების გამო, სერიალის გადაღება შევაჩერეთ და აქ სხვა არანაირი მიზეზი არ არსებობს. იმდენად რთული სიტუაციაა, ამ მდგომარეობაში გადაღება შეუძლებელია. ამასთან, სახლში ბევრს ჰყავს რისკჯგუფის მქონე ოჯახის წევრი. ასევე ამა თუ იმ ობიექტზე უჭირთ გადამღები ჯგუფის შეშვება, ეშინიათ, ვერ ბედავენ და ეს გასაგებია. არადა, თუ ლოკაცია არ გვექნება, გადაღებას სხვანაირად ვერ შევძლებთ. ამ შაბათ-კვირას თითქმის მზად იყო ეთერში გასასვლელი სერია, მაგრამ ერთი ეპიზოდის გადაღება ვერ შევძელით იმის გამო, რომ კონკრეტული პერსონაჟი, რომელიც სცენაში იყო, ავადაა... ამიტომ დღევანდელი და ხვალინდელი სერია ეთერში ვერ გავა. ვიმეორებ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ორი კვირით გავჩერდით. დავაკვირდებით. შევხედავთ... თუ ორი კვირის მერე ეპიდსიტუაცია დაწყნარდა, განვაგრძობთ მუშაობას. თუ კორონა მოდებული იქნება და ყველას დაემართა, ცხადია, ვერ ვიმუშავებთ. - ე.ი. მსახიობებიც არიან დაინფიცირებულები? - კი, კორონა რამდენიმე ადამიანს დაუდასტურდა და იზოლაციაში არიან. წყარო - ambebi.ge tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts