Jump to content
Planeta.Ge

tia რატომ ვერ ხდება „ომიკრონის“ ადრეულ ეტაპზე დადგენა? - გაბუნიას განმარტება


Recommended Posts

1640164685_tamar-gabunia.jpg

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ გავრცელების შესახებ ისაუბრა.

 

„სწრაფი ტესტი ამ ეტაპზე ჩვეულებრივ რჩება პროტოკოლში. ჯერჯერობით რეკომენდაცია არის ასეთი, რომ ანტიგენ ტესტის გამოყენება ნამდვილად არის რეკომენდებული „ომიკრონის“ დიაგნოსტირებისთვის, თუმცა მაინც მეტი სიფრთხილე გვმართებს, რადგან თუ ადამიანს აქვს სიმპტომი და ტესტი არის უარყოფითი, ამ შემთხვევაში შეიძლება დამშვიდების საფუძველი არ ჰქონდეს და მაინც ფრთხილად უნდა იყოს.

 

თუ მეტად საეჭვო მდგომარეობაა, სიმპტომი არ არის, კონტაქტია ამ შემთხვევაში ექიმი ურჩევს მას, რომ PCR ტესტი ჩაიტაროს. რა თქმა უნდა, სიმპტომურ შემთხვევაშიც ხდება PCR ტესტის ჩატარება, მაგრამ სიმარტივისთვის მივმართავთ ანტიგენ ტესტს, რომელიც სწრაფად გვაძლევს დეტექციის შესაძლებლობას

 

PCR ტესტმაც „ომიკრონი“ შეიძლება ვერ დაადგინოს. „ადრეული ეტაპია, როცა მაგალითად ადამიანს ჰქონდა კონტაქტი, აქვს სიცხე, მეორე დღეს შესაძლოა არ გამოუვლინდეს. დადებითი, რაც ახასიათებს „ომიკრონს“, ისაა, რომ ის ღრმად არ მიდის ფილტვის ქსოვილში და შედარებით ზედაპირზე რჩება და მისი გავრცელების ეს ხასიათი განაპირობებს იმას, რომ დეტექცია ანუ გამოვლენა ზედა სასუნთქი გზებიდან აღებულ ნიმუშებში, ადრეულ ეტაპზე ვიდრე არ გამრავლდება ვერ ხერხდება. ამიტომ აუცილებელია, რომ ტესტი მეორე-მესამე დღეს ჩაიტარონ“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...