Jump to content
Planeta.Ge

tia "მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, გოზინაყი ზუსტად ისეთი გამომდის, "ნუნუკას რეცეპტში" რომ იყო" - "ბაქარის ცოლის" ცხოვრება ეკრანს მიღმა და საახალწლო ტრადიციები


Recommended Posts

1642261236_271729072_1130973797307916_6002141611089360448_n-32359.jpg

ნან­ცო ცხვი­რაშ­ვი­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის აქ­ტი­უ­რი სახე გახ­და - ბა­ქარ ორ­ჯო­ნი­კი­ძის ცო­ლია და მისი პერ­სო­ნა­ჟის მი­მართ მა­ყუ­რე­ბელს აქამ­დე არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ გა­მო­უთ­ქვამს... მე­ტიც - შე­იყ­ვა­რა. მსა­ხი­ობს მი­აჩ­ნია, რომ შარ­შან­დე­ლი, პან­დე­მი­უ­რად რთუ­ლი წელი, მის­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

 

ჩცდ-ში მი­იწ­ვი­ეს, რი­თაც მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში რა­ღაც ახა­ლი ფან­ჯა­რა გა­იხ­სნა - ახა­ლი როლი და­ი­ბა­და და ახა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გაჩ­ნდა. ნან­ცოს პრო­ფე­სია უზო­მოდ უყ­ვარს, უყ­ვარს ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატ­რიც, სა­დაც მოღ­ვა­წე­ობს კი­დეც.

 

რო­გო­რია ახა­ლი წლის დღე­ე­ბი ქუ­თა­ის­ში, ამ დღე­სას­წა­უ­ლის შეხ­ვედ­რის და აღ­ნიშ­ვნის რა ტრა­დი­ცი­ე­ბი აქვს მსა­ხი­ობს, რას ფიქ­რობს სე­რი­ალ­ში მის გმირ­ზე, ამა­ზე და სხვა სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE-ს თა­ვად ესა­უბ­რა:

 

- რო­გო­რი დღე­სას­წა­უ­ლია შენ­თვის ახა­ლი წელი - რა ტრა­დი­ცი­ე­ბი გაქვს მისი აღ­ნიშ­ვნის და რო­გო­რია ქუ­თა­ის­ში ახა­ლი წლის დღე­ე­ბი?

 

სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დისს ერთი თვით ადრე ვი­წყებ, რად­გან ეს ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი რი­ტუ­ა­ლია. ვყი­დუ­ლობ ლა­მაზ ნივ­თებს, სა­ჩუქ­რებს ახ­ლობ­ლე­ბის­თვის და 10 დე­კემ­ბრი­დან უკვე ნაძ­ვის ხე მორ­თუ­ლი მაქვს. ქუ­თა­ის­ში ისე­თი ახა­ლი წე­ლია რო­გორც თბილ, ლა­მაზ და პა­ტა­რა ევ­რო­პულ ქა­ლა­ქებ­ში. წელს, სხვა­თა შო­რის, ბევ­რი ახა­ლი გა­ნა­თე­ბა იყო, რო­მე­ლიც ქუ­თა­ი­სის ქუ­ჩებს ძა­ლი­ან მო­უხ­და.

 

- სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სი გიყ­ვარს და მას­ში აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბი (სა­დღე­სას­წა­უ­ლო კერ­ძებს ვგუ­ლის­ხმობ)?

 

- ყვე­ლა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა იცის, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი ჩემი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­ტა­ცე­ბა რომ არის და გა­მომ­დის კი­დეც, მით უმე­ტეს, სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ. მაგ­რამ წელს დატ­ვირ­თუ­ლი დღე­ე­ბის გამო, ტრა­დი­ცი­ის პა­ტი­ვის­ცე­მა მხო­ლოდ გო­ზი­ნა­ყის მომ­ზა­დე­ბით გა­მოვ­ხა­ტე. გო­ზი­ნა­ყი ზუს­ტად ისე­თი გა­მომ­დის და ისეთს ვა­კე­თებ, რო­გორც "ნუ­ნუ­კას რე­ცეპ­ტში" იყო. ამი­ტომ, სე­რი­ალ­შიც ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­მი­ვი­და.

 

- რო­გორ გა­ა­ცი­ლე 2021 წელი და რა სურ­ვი­ლე­ბით შეხ­ვდი 2022 წელს?

 

- მი­უ­ხე­და­ვად იმ პრობ­ლე­მე­ბი­სა, რო­მე­ლიც დღეს ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად გვა­წუ­ხებს, გვა­ში­ნებს და ცხოვ­რე­ბის წესს გვიც­ვლის, 2021 წელი ჩემ­თვის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა. გა­სულ­მა წელ­მა შემ­ძი­ნა ბევ­რი ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - ჩემი ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გულ სე­რი­ალ­ში. "ბა­ქა­რის ცოლი" და "ნუ­ნუ­კას რძა­ლი" მო­მა­ვალ სურ­ვი­ლებ­ზე ხმა­მაღ­ლა, ალ­ბათ, არ ილა­პა­რა­კებ­და (იცი­ნის)...

 

- შენი გმი­რი სე­რი­ალ­ში მარ­თლაც კარ­გად შე­ვი­და, გა­აქ­ტი­ურ­და კი­დეც, თუმ­ცა მას მე­უღ­ლე გან­სა­კუთ­რე­ბულ მო­თხოვ­ნებს უყე­ნებს - თა­ვი­სე­ბუ­რი "წეს­რი­გის" დამ­ყა­რე­ბა უნდა... მაგ­რამ ისიც ჩანს, რომ ეს გო­გო­ნა არც ისე­თი ბუნ­ჩუ­ლა და უთ­ქმე­ლია... რას იტყვი?

 

- ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვის­თვის მზად ვარ. მე­ტიც, ეს მომ­წონს კი­დეც, როცა არ ვიცი, რო­გორ გა­ნა­ვი­თა­რებს ჩემი გმი­რის ხა­სი­ათს სცე­ნა­რის ავ­ტო­რი.

 

- უთა­ნაგ­რძნობ თუ არა შენს პერ­სო­ნაჟს?

 

- წინა სე­ზო­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, როცა მეც ამ სე­რი­ა­ლის ერთ-ერთი მა­ყუ­რე­ბე­ლი ვი­ყა­ვი, ბა­ქა­რის გმი­რის ასე გან­ვი­თა­რე­ბა, ლო­გი­კუ­რად მი­მაჩ­ნდა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემი პერ­სო­ნა­ჟის მი­მართ ჩე­მი­ვე თა­ნაგ­რძნო­ბას, ეს უკვე მა­ყუ­რებ­ლის რე­აქ­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

 

- რა შე­იც­ვა­ლა სე­რი­ალ­ში შენი გა­მო­ჩე­ნით, ადა­მი­ა­ნე­ბის გან­წყო­ბას, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვგუ­ლის­ხმობ... ალ­ბათ, კომ­პლი­მენ­ტებს იღებ... ქუ­ჩა­ში გცნო­ბენ... რა­ი­მე ამ­ბა­ვიც ხომ არ გაქვს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

 

- შე­იც­ვა­ლა მთა­ვა­რი - ცნო­ბა­დო­ბა, ის, რაც მსა­ხი­ობს და ხე­ლო­ვანს ყვე­ლა­ზე მე­ტად ახა­რებს. ქუ­ჩა­ში, მარ­კეტ­ში, ტრან­სპორ­ტში, ყველ­გან, სა­დაც უცხო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვხვდე­ბი, რო­გორც ჩემს, ისე სე­რი­ა­ლის სხვა პერ­სო­ნა­ჟებ­საც, რო­გორც რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის ნა­წილს, ისე გა­ნი­ხი­ლა­ვენ... თით­ქოს იკარ­გე­ბა ზღვა­რი მა­ყუ­რე­ბელ­სა და სე­რი­ალს შო­რის. გა­ნიც­დი­ან, გან­სჯი­ან, აკ­რი­ტი­კე­ბენ და ეფე­რე­ბი­ან. ეს ხან­და­ხან სა­სი­ა­მოვ­ნოა და ხან­და­ხან - მო­უ­ლოდ­ნე­ლი. ჩემი პერ­სო­ნა­ჟის შემ­თხვე­ვა­ში ჯერ აგ­რე­სია არ ყო­ფი­ლა.

 

- ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში მგო­ნი, ახა­ლი როლი გაქვს. მოგ­ვი­ყე­ვი მას­ზე, სა­დაც სიმ­ღე­რაც გი­წევს, ხომ?

 

- ეს არის ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბი ზღა­პა­რი "ბრე­მე­ნე­ლი მუ­სი­კო­სე­ბი", რო­მელ­შიც პრინ­ცე­სას ვთა­მა­შობ. ახალს ვერ და­ვარ­ქმევ, უბ­რა­ლოდ, მისი ჩვე­ნე­ბა პან­დე­მი­ის გამო შე­ჩე­რე­ბუ­ლი გვქონ­და. "ბრე­მე­ნელ მუ­სი­კო­სებ­ში" მუ­სი­კა წამ­ყვა­ნია და მეც მო­მი­წია სიმ­ღე­რა ჩვენს სცე­ნა­ზე და ეს ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი დე­ბი­უ­ტი იყო.

 

- ქუ­თა­ი­სის ცნო­ბი­ლი თე­ატ­რის გარ­და ზეს­ტა­ფო­ნის თე­ატ­რის სცე­ნა­ზეც მო­სინ­ჯე ძა­ლე­ბი, სა­დაც მიწ­ვე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბი იყა­ვი. რა და­გი­ტო­ვა ამ თე­ატრმა პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით?

 

- ზეს­ტა­ფო­ნის უშან­გი ჩხე­ი­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატ­რში 2013 წლი­დან მიწ­ვე­ულ მსა­ხი­ო­ბად ვი­ყა­ვი და იქ 7 წლის მან­ძილ­ზე, "მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატ­რის" პა­რა­ლე­ლუ­რად, ბევ­რი კარ­გი ადა­მი­ა­ნის და გა­რე­მოც­ვის გავ­ლე­ნით, პრო­ფე­სი­უ­ლი სიმ­წი­ფის პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რე. წლის მან­ძილ­ზე მი­ნი­მუმ 4 სპექ­ტაკ­ლი იდ­გმე­ბო­და, მოწ­ვე­უ­ლი რე­ჟი­სო­რე­ბის კარ­გი პრაქ­ტი­კა არ­სე­ბობ­და და ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი სამ­სა­ხი­ო­ბო გა­მოც­დი­ლე­ბის უნი­კა­ლუ­რი შან­სი იყო.

 

- რაკი ის თე­ატ­რე­ბი ვახ­სე­ნეთ, რომ­ლე­ბიც დე­და­ქა­ლა­ქის მიღ­მაა და ისი­ნი იმე­რე­თის რე­გი­ონს ეკუთ­ვნის, რო­გო­რია მათი ცხოვ­რე­ბა... ცხა­დია, პან­დე­მი­ა­ში იქაც ჭირს ბევ­რი რამ, ხომ?

 

- რე­გი­ო­ნის თე­ატ­რებ­შიც ზუს­ტად იგი­ვე პრობ­ლე­მე­ბია, რაც ყვე­ლა სხვა თე­ატ­რში. ვფიქ­რობ, თე­ატ­რი ის ად­გი­ლია, სა­დაც ცენ­ტრს და პე­რი­ფე­რი­ას, დე­და­ქა­ლაქს და სხვა ქა­ლაქს, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. რად­გან თე­ატ­რი მა­ინც ნი­ჭის ზე­ი­მია და ნიჭს გე­ოგ­რა­ფია არ გან­სა­ზღვრავს. „მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატ­რი“ მისი ის­ტო­რი­ით, დიდი თე­ატ­რია. ქუ­თა­ი­სის მა­ყუ­რე­ბე­ლი, ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბის­თვის ნამ­დვი­ლი შე­მოქ­მე­დე­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი იყო და არის დღე­საც. გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნია და მომ­თხოვ­ნი. ვფიქ­რობ, რომ რაც გვაკ­ლია, ეს მეტი ექ­სპე­რი­მენ­ტი და თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. და­ნარ­ჩე­ნი - ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

 

- მა­ყუ­რე­ბე­ლი ალ­ბათ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით და­დის თე­ატ­რში, ხომ?

 

- გა­ცი­ლე­ბით პა­სი­უ­რი და ნაკ­ლე­ბი იყო პან­დე­მი­ამ­დე მა­ყუ­რე­ბე­ლი. ამ სე­ზონ­ზე, კი ყვე­ლა ვგრძნობთ, რო­გორ მო­ნატ­რე­ბია ხალ­ხს თე­ატ­რი. რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­ცუ­ლია და თვი­თონ მა­ყუ­რე­ბე­ლიც ცდი­ლობს, არ და­არ­ღვი­ოს წე­სე­ბი და მი­ი­ღოს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სი­ა­მოვ­ნე­ბა. მთა­ვა­რია, ჩვენ ვპა­სუ­ხობ­დეთ მათ მო­თხოვ­ნებს.

 

- რას უსურ­ვებ შენს მა­ყუ­რე­ბელს, ჩვენს მკი­თხველს 2022 წელს?

 

- პირ­ვე­ლი და უმ­თავ­რე­სი, ჩემს ქა­ლაქს, ჩემს ქვე­ყა­ნას, ვუ­სურ­ვებ პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბას, ეკო­ნო­მი­კურ წინსვლას, დე­ო­კუ­პა­ცი­ას და შე­მოქ­მე­დე­ბით გა­მარ­ჯვე­ბებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე.

 

 

წყარო - ambebi.ge

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...