planeta.ge Posted January 15, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2022 გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 6 მგზავრი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს. დაშავებულთაგან 4 არასრულწლოვანია.“გორმედის” კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის ინფორმაციით, ექვსივე პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იგეგმება ერთ-ერთი დაშავებულის გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში.აღნიშნული ავარიის გარდა, მოცურების შედეგად ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან იგოეთთან გადავარდა, ორი ავტოსაგზაო შემთხვევა კი ავტობანის გორი-რუისის მონაკვეთზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გართულებულია ავტომობილების გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-ხაშურის მონაკვეთზე.ავტორი: ია თინიკაშვილიhttps://interpost.ge/wp-content/uploads/2022/01/ra-khdeba-am-tsuthebshi-avtobanze-avtosagzao-shemthkhvevis-shedega.mp4The post რა ხდება ამ წუთებში ავტობანზე? – ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 მგზავრი დაშავდა – კადრები ადგილიდან (ვიდეო) appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts